ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა​

რატომ ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა?

ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს დარგის კვალიფიციურ სპეციალისტს. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მზადაა პრაქტიკული საქმიანობისათვის, შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს დარგის განვითარებაში, დასაქმდეს და რეალიზდეს როგორც პირადი, ისე პროფესიული ინტერესის გათვალისწინებით.

ევროპის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ:

  • შეიძენთ ფსიქოლოგიის დარგის საფუძვლიან ცოდნას;
  • გავლილი გექნებათ პრაქტიკა საქართველოს წამყვან საჯარო და კერძო ორგანიზაციებში;
  • იქნებით კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე;
  • შეძლებთ შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ სიტუაციებში გამოყენებას;
  • მონაწილეობას მიიღებთ კვლევის დაგეგმარების, მონაცემთა ანალიზისა და ინტერპრეტირების პროცესში;
  • გაიუმჯობესებთ ისეთ უნარებს, როგორებიცაა: თანამშრომლობა, ჯგუფში მუშაობა, კრეატიულობა, კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაწყვეტა.

პროგრამის ხელმძღვანელი:

ლაშა ხოჯანაშვილი

khojanashvili.lasha@eu.edu.ge

პროგრამის თანახელმძღვანელი:

ბაია კუბლაშვილი

kublashvili.baia@eu.edu.ge

მიმაგრებული ფაილები