ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მედიცინის ფაკულტეტი
ფაკულტეტზე სასწავლო პროცესს უძღვებიან დარგის ცნობილი და აღიარებული სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი საექიმო და პედაგოგიური გამოცდილება. მრავალფეროვანი სწავლებისა და შეფასების მეთოდები იძლევა არამხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ პრაქტიკული უნარების სრულფასოვნად ათვისების შესაძლებლობას.
მედიცინის ფაკულტეტს გაფორმებული აქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება როგორც საქართველოს 50-ზე მეტ კლინიკასთან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო უნივერსიტეტებთან. მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები გაწევრიანებული არიან სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიულ ასოციაციაში. ყოველივე ამის საფუძველზე სტუდენტებს პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული მეცადინეობების გარდა საშუალება აქვთ კლინიკური პრაქტიკა გაიარონ მსოფლიოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო კლინიკაში. ასევე შეუძლიათ ჩაერთონ ფაკულტეტზე მიმდინარე კვლევით პროექტებში და მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.
2022 წლიდან “ევროპის უნივერსიტეტის” მფლობელობაშია "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი", 2026 წლიდან კი უნივერსიტეტის კლინიკების ქსელს შემოუერთდა "წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი", სადაც მედიცინის პროგრამის სტუდენტები დარგის სპეციალისტების მენტორობით იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და აქვთ დასაქმების შესაძლებლობა.
ფაკულტეტზე არსებობს სიმულაციური ცენტრი, სადაც კლინიკური/დარგობრივი უნარების სწავლება და შეფასება მიმდინარეობს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების, მანეკენებისა და მულაჟების საშუალებით სიმულაციურ კლინიკურ გარემოში.
ფაკულტეტის შესახებ
ფაკულტეტის სიახლეები
მედიცინის ფაკულტეტი
თუ გინდა გახდე ექიმი, ნახე რა შესაძლებლობები დაგხვდება “ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე ![]()
👨⚕️ ოთარ ტატიშვილი “ევროპის უნივერსიტეტში” რადიოლოგიას ასწავლის.
💯 თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობით და მუდმივად განახლებადი მეთოდებით მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები საუკეთესო გარემოში ეუფლებიან ექიმის პროფესიას.
დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა 9 გუნდმა სპეციალურად სიმულაციური შეჯიბრისთვის შემუშავებულ კლინიკურ შემთხვევაზე იმუშავა.
სტუდენტების ამოცანა იყო ანამნეზისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება, პაციენტთან სწორი კომუნიკაციის დამყარება, სასიცოცხლო მონაცემების შემოწმება, გუნდთან ერთად უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მართვა და გულის ამუშავება.
Body Interact-ის ტურში საკონკურსო დავალება მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე ვირტუალური პაციენტის მართვა იყო. ნახეთ როგორ გაართვეს თავი სტუდენტებმა დავალებას და როგორი იყო ფინალში გასული გუნდების ემოციები.