მედიცინის ფაკულტეტი
ფაკულტეტზე სასწავლო პროცესს უძღვებიან დარგის ცნობილი და აღიარებული სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი საექიმო და პედაგოგიური გამოცდილება. მრავალფეროვანი სწავლებისა და შეფასების მეთოდები იძლევა არამხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ პრაქტიკული უნარების სრულფასოვნად ათვისების შესაძლებლობას.
მედიცინის ფაკულტეტს გაფორმებული აქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება როგორც საქართველოს 50-მდე კლინიკასთან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო უნივერსიტეტებთან. მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები გაწევრიანებული არიან სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიულ ასოციაციაში. ყოველივე ამის საფუძველზე სტუდენტებს პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული მეცადინეობების გარდა საშუალება აქვთ კლინიკური პრაქტიკა გაიარონ მსოფლიოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო კლინიკაში. ასევე შეუძლიათ ჩაერთონ ფაკულტეტზე მიმდინარე კვლევით პროექტებში და მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.
2022 წლიდან “ევროპის უნივერსიტეტის” მფლობელობაშია ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი", სადაც მედიცინის პროგრამის სტუდენტები დარგის სპეციალისტების მენტორობით იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და აქვთ დასაქმების შესაძლებლობა.
ფაკულტეტზე არსებობს სიმულაციური ცენტრი, სადაც კლინიკური/დარგობრივი უნარების სწავლება და შეფასება მიმდინარეობს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების, მანეკენებისა და მულაჟების საშუალებით სიმულაციურ კლინიკურ გარემოში.
ფაკულტეტის შესახებ
ფაკულტეტის სიახლეები
მედიცინის ფაკულტეტი
თუ მედიცინა ან სტომატოლოგია გაინტერესებს, ნახე რა დაგხვდება “ევროპის უნივერსიტეტში” – დეკანი ნათია ჯოჯუა თქვენს კამპუს ტურს გაუძღვება
👨⚕️ ოთარ ტატიშვილი “ევროპის უნივერსიტეტში” რადიოლოგიას ასწავლის.
💯 თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობით და მუდმივად განახლებადი მეთოდებით მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები საუკეთესო გარემოში ეუფლებიან ექიმის პროფესიას.
🤩👩⚕️ელენე გოჩოლეიშვილი “ევროპის უნივერსიტეტის” “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალშია” დასაქმებული.
✅ ელენე დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე მიღებულ ცოდნას ყოველდღიურად პრაქტიკაში იყენებს და ექიმისთვის საჭირო კომპეტენციებს იძენს.
🧑⚕️ჩვენთან ფსქიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა პრაქტიკის კომპონენტს ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები თავიანთი პროფესიის შესაბამის დაწესებულებებში რეალურ გარემოში მუშაობენ.
🧠 ლიზი თევზაძემ პრაქტიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციაში გაიარა. პროექტის ფარგლებში მან აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან იმუშავა.