მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის კურსის “კომუნიკაციისა და საჯარო გამოსვლის ფსიქოლოგია” მესამე შემაჯამებელი ლექცია გაიმართა

“ევროპის უნივერსიტეტის” ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის კურსის “კომუნიკაციისა და საჯარო გამოსვლის ფსიქოლოგია” მესამე შემაჯამებელი ლექცია გაიმართა.

კურსს “ევროპის უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორი, ფსიქოლოგი და სოციალური უნარების ტრენერი ცვატა ბერძენიშვილი უძღვებოდა.

ცვატა ბერძენიშვილმა მესამე ლექციაზე საჯარო გამოსვლების ხელოვნებაზე ისაუბრა და სტუდენტებს ეფექტიანი პრეზენტაციისთვის მომზადების და განხორციელების ძირითადი პრინციპები გააცნო.

ლექციის ბოლოს, სტუდენტები, რომლებიც კურსის სამივე ლექციას ესწრებოდნენ, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ბაია კუბლაშვილმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *