სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ პირთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვრა

mascavleblis-momzadebis-saganmanatleblo-programaze-misagheb-pirta-vakanturi-adgilebis

“ევროპის უნივერსიტეტში” 2024-2025 სასწავლო წლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ პირთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვრა.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია: ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე:

  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – 10 ადგილი;
  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) მათემატიკის მასწავლებელი – 15 ადგილი;
  • დაწყებითი საფეხურის  (I-VI) ბუნებისმეტყველების მასწავლებელი – 25 ადგილი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მათემატიკის მასწავლებელი – 10 ადგილი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ისტორიის მასწავლებელი – 5 ადგილი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) სამოქალაქო განათლების მასწავლებელი – 20 ადგილი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) გეოგრაფიის მასწავლებელი – 5 ადგილი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – 10 ადგილი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ბიოლოგიის მასწავლებელი – 5 ადგილი;
  • დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის  (I-XII) ინგლისური ენის მასწავლებელი – 10 ადგილი;
  • დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის  (I-XII) რუსული ენის მასწავლებელი – 5 ადგილი.

“ევროპის უნივერსიტეტის” მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024-2025 სასწავლო წელს მისაღებ სტუდენტთა სწავლის საფასური 2250 ლარს შეადგენს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *