მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და ინიციატივით ევროპის უნივერსიტეტის პროფესორის მონოგრაფია გამოიცა

evropis-universitetis-mkhardacherita-da-initsiativit-evropis-universitetis-propesoris

ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და ინიციატივით მიმდინარე წლის აპრილში პროფესორ ზაზა ავალიანის მონოგრაფია, სახელწოდებით „ლიმფური კვანძის სამყარო: ლიმფური კვანძის რეაქციული ჰიპერპლაზიის შეფასების მორფოლოგიური კრიტერიუმები სხვადასხვა ავადმყოფობის დროს და ექსპერიმენტში“, გამოიცა.

წიგნი ლიმფური კვანძის ჰიპერპლაზიის შეფასებას ეხება; ავტორი საინტერესო შედეგებს აქვეყნებს, როგორც მკვლევარების, ასევე, კლინიცისტებისათვის, რადგან ლიმფური კვანძის რეალური მდგომარეობის გარკვევას  დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკური დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შედეგების შეფასებისთვის. მიღებული კვლევის შედეგების განზოგადება არამხოლოდ თეორიულ მედიცინას ამდიდრებს, არამედ შესაძლებლობას იძლევა  გადაუდებლად იყოს გამოყენებული კლინიკურ პრაქტიკაში, კერძოდ პათოლოგანატომიურ დიაგნოსტიკაში.

ავტორი მონოგრაფიას თავის მასწავლებლებს, კოლეგებს, ოჯახსა და ყველას, ვინც წიგნზე მუშაობაში წვლილი შეიტანა, უძღვნის, განსაკუთრებით, კი, ევროპის უნივერსიტეტს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

აღსანიშნავია, რომ ნაშრომს მაღალ შეფასებას დარგის გამორჩეული მოღვაწეები:  აკადემიკოსი თამარ დეკანოსიძე, აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი, აკადემიკოსი ბორის კორსანტია, აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი, პროფესორები დიმიტრი კორძაია, რევაზ კაპანაძე, გიორგი ბურკაძე, დინარა კასრაძე, აძლევენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *