VIII სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა კონფერენციის სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე 2022 წლის 15 ივნისამდე უნდა გამოაგზავნოს თეზისი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: studentconference@eu.edu.ge. სათაურის ველში მითითებით: სტუდენტური კონფერენცია 2022.
თეზისი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- სტუდენტის სახელი, გვარი;
- უმაღლესი დაწესებულების დასახელება და მისამართი;
- კონფერენციის ნაშრომის დასახელება;
- სტუდენტის ტელეფონი (მობილური) ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აფილაცია;
- ძირითადი ტექსტი (150- 250 სიტყვა).
- კონფერენციის სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტის შერჩევის შემდგომ, სტუდენტი კონფერენციაზე წარსდგება 15 წუთიანი პრეზენტაციით;
- პრეზენტაცია შესრულებული უნდა იყოს Microsoft PowerPoint-ში;
- თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართება 10 წუთიანი დისკუსია განხილული თემის გარშემო;
- კონფერენციის სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტი გამოავლენს საუკეთესო გამომსვლელებს (I, II, III ადგილი), რომელთაც გადაეცემათ ევროპის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზები;
- კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
კონფერენციის სამუშაო ენა:
ქართული.
რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წთ.
დისკუსია – 10 წთ.
მნიშვნელოვანი თარიღები:
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 25 ივნისი , 2022 წელი.
თეზისის გამოგზავნის ბოლო ვადა : 15 ივნისი, 2022 წელი.
კონფერენციის ჩატარების ადგილი:
ევროპის უნივერსიტეტის ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზი (გურამიშვილის 76, მე-5 სართული).
საკონტაქტო პირი – მაკა ქორიძე 2000171 (110)