“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტზე დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებთან მორიგი შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრას დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი თინათინ გოგნაძე და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ქალბატონი ნათია ჯოჯუა უძღვებოდნენ.
შეხვედრაზე სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია სასწავლო კურსების შედეგების, სწავლებისა და შეფასების მეთოდების შესახებ.
სტუდენტებმა ასევე მიიღეს პასუხები სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო კითხვებზე.