“ევროპის უნივერსიტეტში“ USAID-ის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში ლევან მესხორაძის საჯარო ლექცია თემაზე: “ევროკომისიის მე-11 რეკომენდაცია და მისი შესრულების სამართლებრივი ასპექტები“ გაიმართა.
ლევან მესხორაძე ევროსაბჭოს ექსპერტი, “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული ასოცირებული პროფესორი და სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელია.
ლევან მესხორაძემ ლექციის ფარგლებში ისაუბრა ევროსასამართლოს პრეცედენტებზე როგორც ქართული სამართლის წყაროებზე, მათ მნიშვნელობაზე და ქართული სასამართლოების მიერ მათი აქტიური გამოყენების შესაძლებლობაზე.
ლექციას როგორც “ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები, ასევე სხვა დაინტერესებულ პირები ესწრებოდნენ.