თამარ პაჭკორია

EU კურსდამთავრებული

თამარ პაჭკორია მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული სტომატოლოგიის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულია. თამარი კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით იმყოფებოდა ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორ ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტში. 2020-2022 წლებში ორდინატურა გაიარა ბელორუსის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში  «БелМАПО». ამავე წლებში მუშაობდა მინსკის კლინიკურ საავადმყოფოში ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტში კლინიკური ორდინატორის პოზიციაზე.

რატომ ევროპის უნივერსიტეტი?

„ევროპის უნივერსიტეტი საუკეთესოა როგორც აკადემიური პერსონალით, ასევე მათ მიერ შექმნილი გარემოთი. ჩემმა უნივერსიტეტმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მომცეს ცოდნა და გამოცდილება, რომელიც აკმაყოფილებს ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებს“.