ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
წარმატებული სტუდენტი
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტია. მან უნივერსიტეტში დააფუძნა მკითხველთა კლუბი „ლივინგსტონი“, აქტიურად მონაწილეობს როგორც უნივერსიტეტის შიდა, ასევე გარე აქტივობებში. ის „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის ერთ-ერთი პროექტის 10 საუკეთესო სტუდენტს შორის მოხვდა. ნიკოლოზი ასევე აქტიურად მონაწილეობს სტუდენტურ კონფერენციებში და 2022 წლის ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენციის პრიზიორია.
რატომ ევროპის უნივერსიტეტი?
„ევროპის უნივერსიტეტი იდეალური გარემოს ქმნის თვითგანვითარებისთვის. ეს ის სივრცეა, სადაც მუდმივად ხდება სტუდენტების ინტერესებზე ზრუნვა.“