სხვა სიახლეები

სტრასბურგში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები არ დაშავებულან

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც სასწავლო პროექტის ფარგლებში სტრასბურგში (საფრანგეთი) იმყოფებიან, გუშინ ღამით მომხდარი ტერაქტის შედეგად არ დაშავებულან. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად სტუდენტებმა უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, იოსებ კელენჯერიძეს, დაუდასტურეს. ამასთან, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური საქართველოს საკონსულოს საფრანგეთში უკვე დაუკავშირდა.

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები – მერი ბანცაძე, არჩილ მორბენაძე და სოფო ჩილინდრიშვილი, ევროპის აკადემიური ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, სასწავლო-შემეცნებითი ტურით სტრსარბურგში 2018 წლის 11 დეკემბერს გაემგზავრნენ და 15 დეკემბრამდე დარჩებიან. ამ ეტაპზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სტუდენტებთან მუდმივი კავშირი აქვს.

გუშინ ღამით, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგის ცენტრში ტერაქტი მოხდა. ამ დროის მონაცემებით, მომხდარის შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა, თორმეტი კი დაშავდა. ევროპის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *