საერთაშორისო ასოციაციები
ევროპის უნივერსიტეტი ინსტიტუციონალურად გახლავთ რამდენიმე საერთაშორისო ასოციაციის წევრი. ესენია:
ევროპის უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ინდივიდუალური ასოცირებული წევრია, რაც უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს ჩაერთოს ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ფართომასშტაბიანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს. ასოციაცია ბრიუსელშია დაფუძნებული. მას 48 ევროპული ქვეყნიდან 800-ზე მეტი წევრი ჰყავს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბოლონიის პროცესსა და ევროკავშირის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის ფორმირებაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ: https://eua.eu/
ევროპის უნივერსიტეტი GUNi-ს ინოვაციური ქსელის მუდმივი ინსტიტუციური წევრია. GUNi- ს წევრობა ევროპის უნივერსიტეტს ცოდნის, ინფორმაციის, მასალების გაცვლისა და უმაღლესი განათლების პოლიტიკის მართვის პრაქტიკისა და საერთაშორისო დღის წესრიგის სხვა ახალი პრაქტიკული საკითხების გაცნობისთვის ეფექტურ პლატფორმას სთავაზობს.
GUNi უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და მენეჯმენტის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა და ამასთან, იგი ძირითადი საცნობარო-საინფორმაციო დაწესებულებაა უმაღლეს განათლებაში 2030 წლის გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის აღსრულებასთან დაკავშირებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ: https://www.guninetwork.org/
ევროპის უნივერსიტეტი Businet გლობალური ქსელის წევრია. თანამშრომლობა ითვალისწინებს ქუთაისის უნივერსიტეტის ჩართულობას Businet-ის მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ საეთაშორისო საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებებში.
გლობალური ქსელი Businet ემსახურება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური პროგრამების განვითარებასა და სტუდენტების თუ პერსონალისთვის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების გაზრდის მიზანს.
Businet არის საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ქსელი (როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტები და კოლეჯები), რომლებსაც აქვთ სწავლა-სწავლების პროცესისა და ექსტრაკურიკულარული აქტივობების ინტერნაციონალიზაციის საერთო ხედვა.
დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ: https://www.businet.org.uk/
დამატებით, ევროპის უნივერსიტეტი ცალკეული სასწავლო მიმართულებებით არის რიგ ასოციაცებში გაწევრიანებული. ესენია:
ევროპის უნივრსიტეტი გახლავტ ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის წევრი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 90 ქვეყანასა და 5 კონტინენტზე ჰყავს თავისი წევრები. ორგანიზაცია ხელს უწყობს საერთაშორისო სამედიცინო განათლების განვითარებას ბაკალავრიატსა და შემდგომ საფეხურზე, ასევე განგრძობითი განათლების მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://amee.org/home
ევროპის უნივერსიტეტი ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციის წევრია. ორგანიზაცია 1989 წელს დაარსდა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ექსპერტიზის, ქსელისა და რესურსების ევროპულ ცენტრს წარმოადგენს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.eaie.org/
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის წევრია, რომელიც ევროპაში წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს სამედიცინო სკოლების გაერთიანების კუთხით.
დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ: Members and membership – AMSE (amse-med.eu)
ევროპის უნივერსიტეტი სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის წევრია. იგი 1975 წელს დაარსდა, როგორც დამოუკიდებელი, ევროპული ორგანიზაცია, რომელიც სტომატოლოგიის აკადემიურ სფეროსა და სტომატოლოგიური განათლების სპეციალისტებს წარმოადგენს.
დაარსების დღიდან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტომატოლოგიური განათლების გაუმჯობესებაში, სტომატოლოგიური განათლების სპეციალისტების პროფესიულ წინსვლასა და სტომატოლოგიური სფეროს სპეციალისტთა განათლებისა და ტრენინგის საკითხების კვლევაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://adee.org/about-us/members-directory-country?name_list=GE
ევროპის უნივერსიტეტი პროგრამირების ასოციაციის აკადემიურ წევრს წარმოადგენს, რომელიც თავს უყრის პროგრამირების ლექტორებს, მკვლევარებსა და პროფესიონალებს სფეროში დიალოგის, რესურსების გაზიარებისა და გამოწვევების კუთხით. ასოციაცია წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან ორგანიზაციას პროგრამირების სფეროში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.acm.org/membership/academic-dept-membership-institutions
ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაცია (ELFA) ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის დონეზე აერთიანებს სამართლის ფაკულტეტებს, რომელთა ძირითად მიზანს წარმოადგენს იურიდიული საგანმანათლებლო და სატრენინგო პროცესების განვითარება. დღეის მდგომარეობით ELFA-ს ჰყავს 150-ზე მეტი წევრი, ორმოცდაცხრა ქვეყნიდან და ოთხი კონტინენტიდან.
ELFA არის უნიკალური შესაძლებლობა იურიდიული განათლების, კვლევის განვითარებისა და კოორდინაციისთვის, ასევე მის წევრებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაცვლისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: ELFA – European Law Faculties Association (elfa-edu.org)