გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობა ევროკომისიის მიერ პარტნიორი უნივერსიტეტების ყოველწლიური KA 171  განაცხადების დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტში ხელმისაწვდომი გაცვლითი პროგრამების სია ცვალებადია, თუმცა მზარდი.

2023 წელს, ევროპის უნივერსიტეტი საერთაშორისო მობილობის კონკურსში ჩართო ერაზმუსის ქარტიის ხელმომწერმა საზღვარგარეთის 52-მა უნივერსიტეტმა. წარდგენილი განაცხადების მეტწილად დაკმაყოფილების შედეგად, 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრიდან 3 წლის განმავლობაში ევროპის უნივერსიტეტს შესაძლებლობა მიეცა განახორციელოს სტუდენტების სრულად დაფინანსებული საერთაშორისო მობილობა შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:

 საპასუხოდ, ევროპის უნივერსიტეტსაც, თავისთავად, აღებული აქვს ვალდებულება ზემოაღნიშნული უნივერსიტეტებიდან უმასპინძლოს მობილობის განხორციელების მსურველ სტუდენტებს.

(II)

პარნტიორ უნივერსიტეტთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გამავალი თუ შემომავალი მობილობა, ერაზმუს+ისგან განსხვავებით, ყოველწლიური დაფინანსების მოპოვებაზე არ არის დამოკიდებული. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, თანადაფინანსებას თავად ევროპის უნივერსიტეტი და პარტნიორი ინსტიტუცია უზრუნველყოფენ.  შესაბამისად, ამ შემთხვევაში, დანიშნულების ქვეყნების სია მეტად სტაბილური და მრავალფეროვანია. მსგავსი საერთაშორისო აკადემიური მობილობის გეოგრაფიული არეალი, ერაზმუს+ სასტიპენდიო პროგრამისგან განსხვავებით,  არ არის შეზღუდული ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე და პარტნიორი უნივერსიტეტი შეიძლება მსფლიოს ნებისმიერ წერტილში მდებარეობდეს.

ევროპის უნივერსიტეტს ჰყავს 108 საერთაშორისო პარტნიორი, (იხ. „საერთაშორისო პარტნიორები“), რომლებთანაც გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი და შესაბამისად, შესაძლებლობა აქვს, განახორციელოს საერთაშორისო მობილობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამასა, თუ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე მობილობის სქემაში მონაწილე სტუდენტების შერჩევა და გამარჯვებულთათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ხდება "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" - მიხედვით და და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

სტუდენტების შემთხვევაში:

  1. საერთაშორისო აკადემიური მობილობით დაინტერესებული სტუდენტები რეგისტრაციისთვის ავსებენ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ შედგენილ ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმას.
  2. რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ კონკურსში მონაწილეობის პირობებს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური იწვევს პირველ შესარჩევ ეტაპზე, რაც გულისხმობს ინგლისური ენის გამოცდას პირისპირ ან დისტანციური პლატფორმების გამოყენებით:
    • სტუდენტს მოეთხოვება ინგლისურ ენაშიB2 დონის ცოდნის დადასტურება, ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო დოკუმენტის (CEFR) შესაბამისად, ოთხ ენობრივ კომპეტენციაში: მოსმენა, წერა, კითხვა, ლაპარაკი.
    • კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასვლის წინაპირობაა გამოცდით განსაზღვრული მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 60-ის დაგროვება.
  3. საერთაშორისო სტუდენტური მობილობისთვის შესარჩევი კონკურსის მეორე და საბოლოო ეტაპი გულისხმობს ინგლისურენოვან გასაუბრებას, რომელიც წარიმართება პირისპირ ან დისტანციური პლატფორმის გამოყენებით. გასაუბრებაზე ფასდება კონკურსანტთა მოტივაცია აკადემიური, პროფესიული და პიროვნული განვითარების კუთხით.
  4. გამარჯვებულსტუდენტთან ფორმდება სასწავლო ხელშეკრულება, რომელშიც ჩამოთვლილია როგორც პარტნიორ უნივერსიტეტში გასავლელი სასწავლო კურსები, ისე ადგილობრივად მათი შესატყვისები, შესაბამისი კრედიტების მითითებით. აღნიშული დოკუმენტის ხელმოწერით, ევროპის უნივერსიტეტი პასუხისმგებლობას იღებს სტუდენტის დაბრუნების შემდგომ მის მიერ პარტნიორ უნივერსიტეტში დაგროვილი კრედიტების აღიარებაზე, დოკუმენტში გაწერილი სქემის შესაბამისად.
  5. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური პასუხისმგებელია მასპინძელ უნივერსიტეტში გამარჯვებული სტუდენტის მიერ სასწავლო კურსების შერჩევა-აღიარების საკითხის მოწესრიგების, საელჩოსა და მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სრული დოკუმენტაციის მომზადებისა და ადრესატისთვის დროულად მიწოდების პროცესის მხარდაჭერაზე; გამარჯვებული სტუდენტის მასპინძელ უნივერსიტეტში გამგზავრებამდე მის სრულ ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე.
  6. გამარჯვებული სტუდენტი თავის მხრივ ვალდებულია საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს გაუზიაროს საერთაშორისო მობილობისთვის საჭირო ყველა პირადი დოკუმენტის ასლი და მითითებების მიხედვით, შეავსოს მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სააპლიკაციო ფორმა/ფორმები.
  7. სტუდენტებისათვისა, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა, და თანამშრომლებისათვის, დღიური ანაზღაურება, დამოკიდებული მასპინძელ ქვეყანაზე:

ქვეყნები

ყოველთვიური სტიპენდია სტუდენტებისათვის

ყოველდღიური გრანტის რაოდენობა

ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორგვეგია, შვედეთი

900 €

190 €

კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, საბერძნეთი, ლატვია, მალტა, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი

850 €

170 €

ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, ლიეტუვა, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, თურქეთი

800 €

148 €

მგზავრობა

 

  1. ერაზმუს+ ICM მობილობა ფარავს მგზავრობის ხარჯს, რომელიც გამოითვლება მშობლიურ და მასპინძელ საუნივერსიტეტო ქალაქებს შორის არსებული ფიზიკური დისტანციის გათვალისწინებით.
  2. დისტანციის გამოსათვლელ კალკულატორი შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე.

დისტანცია

ანაზღაურება

100 – 1999 კმ

309 €

2000 – 2999 კმ

395 €

3000 – 3999 კმ

580 €

4000 – 7999 კმ

1188 €