გაცვლითი პროგრამები პერსონალისთვის
საერთაშორისო მობილობა გახლავთ ევროპის უნივერსიტეტში სწავლა-სწავლების ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი და იგი გულისხმობს ა) ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის სწავლა-სწავლების ან ტრენინგების გავლის მიზნით გარკვეული პერიოდით საზღვარგარეთის უნივერსიტეტში მოღვაწეობას, ან პირიქით, ბ) უცხოური უნივერსიტეტებიდან ევროპის უნივერსიტეტში დროებითი სასწავლო თუ სამუშაო გამოცდილების მიღებას.
ევროპის უნივერსიტეტს აღნიშნული მექანიზმის განსახორციელებლად გააჩნია ორი ინსტრუმენტი: I. აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის და სტუდენტების გამავალი და შემომავალი საერთაშორისო მობილობისთვის ევროპის უნივერსიტეტისა და პარტნიორი ინსტიტუციის მიერ ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი თანადაფინანსება; II. აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტების გამავალი და შემომავალი საერთაშორისო მობილობისთვის ერაზმუს + და სხვა შესაბამისი საგრანტო პროგრამის მიერ გამოყოფილი დაფინანსება.
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობა ევროკომისიის მიერ პარტნიორი უნივერსიტეტების ყოველწლიური KA 171 განაცხადების დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტში ხელმისაწვდომი გაცვლითი პროგრამების სია ცვალებადია, თუმცა მზარდი.
2023 წელს, ევროპის უნივერსიტეტი საერთაშორისო მობილობის კონკურსში ჩართო ერაზმუსის ქარტიის ხელმომწერმა საზღვარგარეთის 52-მა უნივერსიტეტმა. წარდგენილი განაცხადების მეტწილად დაკმაყოფილების შედეგად, 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრიდან 3 წლის განმავლობაში ევროპის უნივერსიტეტს შესაძლებლობა მიეცა განახორციელოს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის სრულად დაფინანსებული საერთაშორისო მობილობა შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:
- ლუსია დე ბრუკერის უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ბელგია
- PXL უნივერსიტეტი, ბელგია
- ველიკო ტარნოვოს “წმინდა კირილეს და წმინდა მეთოდეს” უნივერსიტეტი, ბულგარეთი
- მალაგას უნივერსიტეტი, ესპანეთი
- სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ესტონეთი
- ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი
- საქარიას უნივერსიტეტი, თურქეთი
- ტოკატ გაზიოსმანფაშა უნივერსიტეტი, თურქეთი
- გაბრიელ დ’ანუნციოს” უნივერსიტეტი კიეტი-პესკარა, იტალია
- ღია უნივერსიტეტი, კვიპროსი
- დაუაგვპილსის უნივერსიტეტი, ლატვია
- EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლატვია
- უტენას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა
- ვისტულას უნივერსიტეტი, პოლონეთი
- ვროცლავის ბიზნესის გამოყენებათა მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი
- პერსონალის მენეჯმენტის უნივერსიტეტი, პოლონეთი
- WSB უნივერსიტეტი დობროვა გორნიცა, პოლონეთი
- ლუსიენ ბლაგას უნივერსიტეტი სიბიუში, რუმინეთი
- ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტი, რუმინეთი
- პანთეიონის უნივერსიტეტი, საბერძნეთი
- ნიშის უნივერსიტეტი, სერბეთი
- კომენსკის უნივერსიტეტი ბრატისლავაში, სლოვაკეთი
- ახალი უნივერსიტეტი, სლოვენია
- მედიმურჯეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ჩაკოვიჯეში, ხორვატია
- PAR საუნივერსიტეტო კოლეჯი, ხორვატია
საპასუხოდ, ევროპის უნივერსიტეტსაც, თავისთავად, აღებული აქვს ვალდებულება ზემოაღნიშნული უნივერსიტეტებიდან უმასპინძლოს მობილობის განხორციელების მსურველ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.
ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამასა თუ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე მობილობის სქემაში მონაწილე ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შერჩევა და გამარჯვებულთათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ხდება “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” – მიხედვით და და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- საერთაშორისო მობილობით დაინტერესებული აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი ავსებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ შედგენილ ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმას და ტვირთავს საჭირო დოკუმენტებს;
- სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმის ავტორებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური იწვევს ინგლისურენოვანი ლექციის/პრეზენტაციის ჩასატარებლად რექტორის მიერ წინასწარ დამტკიცებული კომისიის წინაშე;
- სწავლების მიზნით მობილობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი საჩვენებელი ლექციის წაყვანას, ხოლო ტრენინგ ვიზიტის განხორციელების მსურველთათვის დაგეგმილი აქტივობების პრეზენტაციას გულისხმობს;
- გამარჯვებულად ცხადდებიან პროგრამების/სამსახურების მიხედვით ყველაზე მაღალი შეფასების მქონე კონკურსანტები, რომელთა რაოდენობაც რექტორის ბრძანების საფუძველზე წინასწარ განსაზღვრულ საკონკურსო პირობებზეა დამოკიდებული.
- საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩეულ აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს უფორმდება სწავლების/ტრენინგის ხელშეკრულება, რომელიც პასუხისმგებელია მასპინძელ უნივერსიტეტში ჩასატარებელი სალექციო საათებისა თუ ტრენინგ გეგმის განსაზღვრაზე. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, კონკურსის წესით შერჩეული აკადემიური პერსონალი პასუხისმგებლობას იღებს მასპინძელ უნივერსიტეტში ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებაზე.
- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური პასუხისმგებელია აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებასა და პარტნიორი უნივერსიტეტისთვის დროულად მიწოდებაზე. აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი კი თავის მხრივ ვალდებულია საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს გაუზიაროს საერთაშორისო მობილობისთვის საჭირო ყველა პირადი დოკუმენტის ასლი და მითითებების მიხედვით, შეავსოს მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სააპლიკაციო ფორმა/ფორმები.
საერთაშორისო მობილობის ეფექტიანობის შესაფასებლად, მასპინძელი უნივერსიტეტებიდან დაბრუნების შემდგომ, პროგრამის მონაწილე სტუდენტებს და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს მოეთხოვებათ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ სპეციალურად შემუშავებული კითხვარების შევსება.
სტიპენდია/გრანტი
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility (ICM)), განკუთვნილია, როგორც „ევროპის უნივერისტეტის სტუდენტებისთვის“ ასევე თანამშრომლებისათვის.
სტუდენტებისათვისა, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა, და თანამშრომლებისათვის, დღიური ანაზღაურება, დამოკიდებული მასპინძელ ქვეყანაზე:
ქვეყნები | ყოველთვიური სტიპენდია სტუდენტებისათვის | ყოველდღიური გრანტის რაოდენობა |
ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორგვეგია, შვედეთი | 900 € | 190 € |
კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, საბერძნეთი, ლატვია, მალტა, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი | 850 € | 170 € |
ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, ლიეტუვა, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, თურქეთი | 800 € | 148 € |
მგზავრობა
ერაზმუს+ ICM მობილობა ფარავს მგზავრობის ხარჯს, რომელიც გამოითვლება მშობლიურ და მასპინძელ საუნივერსიტეტო ქალაქებს შორის არსებული ფიზიკური დისტანციის გათვალისწინებით.
დისტანციის გამოსათვლელ კალკულატორი შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე.
დისტანცია | ანაზღაურება |
100 – 1999 კმ | 309 € |
2000 – 2999 კმ | 395 € |
3000 – 3999 კმ | 580 € |
4000 – 7999 კმ | 1188 € |