სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულს ილია ვეკუას თასი საზეიმოდ გადაეცა

2017 წლის 30 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე 2017-ის დახურვის ცერემონია გაიმართა. ოლიმპიადა ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ბანკის გენერალური სპონსორობითა და აფხაზეთის ავტნომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების დასკვნით ნაწილს დაესწრნენ: აფხაზეთის ავტნომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრი – დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს ბანკის წარმომადგენლები, სტუმრები უკრაინისა და რუსეთის უნივერსიტეტებიდან.

საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტმა და სკოლის მოსწავლე პროგრამისტებმა საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან. ამასთან, ოლიმპიადა ამავე ქვეყნების  სხვადასხვა ქალაქში პარალელურ რეჟიმში  გაიმართა.  ღონისძიების დასკვნით ნაწილზე ოლიმპიადის მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს, ასევე გამარჯვებულ გუნდებს, სერტიფიკატები და შესაბამისი პრიზები გადაეცათ. ოლიმპიადის ყველაზე წარმატებულ მონაწილეს კი საჩუქრად ილია ვეკუას თასი გადაეცა.

საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე 2007 წლიდან ტარდება. 2014 წლიდან კი ღონისძიების მხარდამჭერები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო გახდნენ.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *