საერთაშორისო კონფერენციისთვის – “გზა ევროინტეგრაციისკენ” აბსტრაქტისა და სათაურის მიღების ბოლო ვადამ 31 ივლისამდე გადაიწია.
თუ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი ხარ და ფიქრობ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მნიშვნელოვანია, მაშინ ეს შანსი სწორედ შენთვისაა! გახდი “განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს” ორგანიზებით გამართული “მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის” მონაწილე და გამოაგზავნე შენი ნაშრომი “ევროპის უნივერსიტეტში”. ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადებია:
- 31 ივლისი – ნაშრომის სათაურისა და აბსტრაქტის (1 გვერდი, ქართულ და ინგლისურ ენებზე) გამოგზავნის ბოლო ვადა.
- 25 აგვისტო – ნაშრომის (7-8 გვერდი) გამოგზავნის ბოლო ვადა.
კონფერენციაზე სამუშაო ენა ქართული და ინგლისური იქნება. ფესტივალის შესახებ ინფორმაციას გაეცანით აქ: http://tbilisisciencefestival.ge/