სხვა სიახლეები

როგორ გადავიხადოთ სწავლის საფასური სწრაფი გადახდის აპარატებისა და ინტერნეტბანკის გამოყენებით

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდა სწრაფი გადახდის აპარატებისა და ინტერნეტბანკის გამოყენებით უკვე შესაძლებელია. ამისათვის მხოლოდ სტუდენტის პირადი ნომრის გამოყენება დაგჭირდებათ, უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტების ცოდნა საჭირო არ არის. აღნიშნულით სარგებლობა ჯერ მხოლოდ TBC ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებისა და ინტერნეტ ბანკის მეშვეობით არის შესაძლებელი, მოგვიანებით კი ეს სერვისი სხვა ინტერნეტბანკებისა და სწრაფი გადახდის სხვა  ტერმინალებითაც იქნება ხელმისაწვდომი.

როგორ ისარგებლოთ ზემოაღნიშნული სიახლით?

სწრაფი გადახდის აპარატში/ინტერნეტბანკში მოძებნეთ კომუნალური გადახდები ან სხვადასხვა, რის შემდეგაც:

  • დააჭირეთ ღილაკს – განათლება;
  • მოძებნეთ ევროპის უნივერსიტეტი;
  • სერვისებში აირჩიეთ სწავლის საფასური (მოგვიანებით დაემატება – ზეკრედიტის საფასურიც);
  • ცარიელ ველში მიუთითეთ თქვენი თერთმეტნიშნა პირადი ნომერი და გადაიხადეთ შესაბამისი თანხა;

სტუდენტებო, აუცილებლად შეინახეთ გადახდის ქვითარი! ევროპის უნივერსიტეტი წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *