2017 წლის 4 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტმა „პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს“ უმასპინძლა. 3 დეკემბერს კი „პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი“ თბილისში, სანქტ-პეტერბურგში, ბარნაულსა და ალმათიში პარალელურად ჩატარდა. აღნიშნული შეჯიბრება საქართველოში უკვე მე-18-დ იმართება, წლევანდელი შეჯიბრების ორგანიზატორი კი ევროპის უნივერსიტეტია. ღონისძიება ასოციაცია ACM (Association for Computing Machinery)-ის ეგიდით ტარდება და მისი სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი – თეოდორე ზარქუაა.
მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალპრესტიჟულ ინტელექტუალურ შეჯიბრებად არის მიჩნეული. შეჯიბრებაზე საქართველოდან მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. მათ შორის: ევროპის უნივერსიტეტი, თსუ, სტუ, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმიფო უნივერსიტეტი, თსუ-ს ფრანგულ-ქართული ინფორმატიკის ინსტიტუტი და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ჩემპიონატის ჟიურის თავმჯდომარე საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი – ჰამლეტ მელაძე, ხოლო ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე – ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – მაია ხურცილავაა.