2017 წლის 6 ნოემბერს, ორგანიზაცია AIESEC-მა ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა და თავისი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მემორანდუმის ფარგლებში, რომელსაც ხელს აღნიშნული ორგანიზაცია და ევროპის უნივერსიტეტი 16 ნოემბერს მოაწერენ, უნივერსიტეტის სტუდენტები AIESEC-ის ისეთ პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც მათ თავიანთი პოტენციალის აღმოჩენასა და განვითარებაში დაეხმარება.
ორგანიზაცია AIESEC საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს და ყოველწლიურად 30000-მდე პროექტს ახორციელებს, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს პროფესიული გამოცდილება ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში მიიღონ. ორგანიზაცია 72000 წევრს აერთიანებს, რომლებიც ზემოაღნიშნულ პროექტებს უწევენ ორგანიზებას. AIESEC-ის პროექტებში მონაწილეობა ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია, რომლის ასაკი 18-დან 30 წლამდეა.