“ევროპის უნივერსიტეტში” მობილობით გადმომსვლელი სტუდენტების საბუთების მიღება 30 აგვისტოს ჩათვლით იქნება შესაძლებელი. საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმომსვლელმა სტუდენტებმა შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება რექტორის სახელზე (ივსება უნივერსიტეტში).
- პირადობის მოწმობის ასლი.
- სასწავლო ბარათის ასლი/ამონაწერი.
- ატესტატის ასლი.
- სამხედრო მიწერის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის).
- უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის).
- ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის, კანონმდებლობის შესაბამისად, სწავლების უფლების მინიჭებაზე ბრძანების ასლი და გამომშვებ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების ასლი.
სამაგისტრო პროგრამებზე გადმომსვლელმა სტუდენტებმა შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება რექტორის სახელზე (ივსება უნივერსიტეტში).
- პირადობის მოწმობის ასლი.
- სასწავლო ბარათის ასლი/ამონაწერი.
- წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების დოკუმენტის ასლი;
- სამხედრო მიწერის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
- ერთიანი სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე ბრძანების ასლი და გამომშვებ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების ასლი.
“ევროპის უნივერსიტეტში” 2017 წლის შემოდგომის სემესტრი 25 სექტემბერს დაიწყება. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდით: 2 000 171; გურამიშვილის გამზ. 76.