რატომ საქართველო?

საქართველო ერთ-ერთი პოპულარული ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარეობს. 

არსებობს სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც უნდა ისწავლოთ საქართველოს უნივერსიტეტებში:

საერთაშორისო აღიარების მქონე კვალიფიკაცია და ევროპული ხარისხის განათლება

ქართული უნივერსიტეტები ინსტიტუციურად და პროგრამულად აკრედიტებულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, რომელიც თავის მხრივ, აღიარებულია და ისეთი წამყვანი ორგანიზაციების  წევრია, როგორიცაა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია (ENQA) და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრი (EQAR).

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აკრედიტაცია

2018 წელს, ცენტრმა მოიპოვა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება. უცხოელ მედიკოს კურსდამთავრებულთა საგანმანათლებლო კომისიის (ECFMG)  მოთხოვნების შესაბამისად, 2024 წლიდან, მხოლოდ  იმ მედიკოს კურსდამთავრებულებს ექნებათ უფლება გავიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების  სამედიცინო სალიცენზიო გამოცდაზე (USMLE), რომელთა სამედიცინო პროგრამები აკრედიტებულია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ. 

ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის 6-წლიანი ინგლისურენოვანი პროგრამა აკრედიტებულია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFMEმოთხოვნების თანახმად. 

საქართველოს განათლების სისტემა ევროპული განათლების სისტემის ნაწილია

საქართველოს განათლების სისტემა ბოლონიის პროცესის ნაწილია, რომელიც ევროპის 49 ქვეყანასა და სხვადასხვა ევროპულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელთა მიზანია ევროპული განათლების განვითარებისა და აღიარების პროცესის ხელშეწყობა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზება, რაც ასევე გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტს შორის მობილობის ხელშეწყობას, მიღებული კრედიტებისა თუ გაცემული დიპლომების აღიარებას. 

ევროპის უნივერსიტეტის მიერ გაცემული კვალიფიკაცია აღიარებულია და კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა განაგრძოს ან პროფესიის მიხედვით სამუშაო ლიცენზია მოიპოვოს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპის კავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, თურქეთში, ინდოეთში და სხვა ქვეყნებში. 

ხელმისაწვდომი სწავლის საფასური

საქართველოს უნივერსიტეტებში საერთაშორისო სტუდენტებს შეუძლიათ შედარებით ხელმისაწვდომ (საშუალო ევროპულ) ფასად, განსაკუთრებით მედიცინისა და სტომატოლოგიის მიმართულებით, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება. სხვა ევროპულ და დასავლურ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ცხოვრების ხარჯები ასევე შედარებით დაბალია. იხილეთ დაწვრილებით.

უსაფრთხო და მეგობრული გარემო

სხვადასხვა რეიტინგებით, დანაშაულის ინდექსის მიხედვით, საქართველო შედის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო 20 ქვეყანაში. იხილეთ დაწვრილებით

საერთაშორისო სტუდენტებისთვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი ფაქტორია.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ბოლო წლებში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საერთაშორისო სტუდენტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეისათვის 2021-2022 წლის მონაცემებით, 17 501 სტუდენტს შეადგენს. 

არდადეგების პერიოდში, საერთაშორისო სტუდენტებს ასევე ხშირად შეხვდებით საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ და ტურისტულ ქალაქში, ცნობილ ქართულ ზაფხულისა და ზამთრის კურორტებზე. სტუდენტები საქართველოსთან კავშირის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგაც არ წყვეტენ და საკუთარ ახლობლებსა და ნაცნობებს ქართულ უნივერსიტეტებში სწავლას ურჩევენ.