რატომ EU?

ევროპის უნივერსიტეტი მდებარეობს თბილისში, საქართველოს ლამაზ და უსაფრთხო დედაქალაქში, სადაც რამდენიმე ათეული ათასი საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. თბილისი ძველი ქალაქია, 1500 წლოვანი ისტორიითა და შთამბეჭდავი ძველი ნაგებობებით, შედარებით ხელმისაწვდომი ღირებულების საკვებითა და საცხოვრისით, და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ის ისეთივე უსაფრთხოა, როგორც დანარჩენი საქართველო.

საერთაშორისო რეიტინგი

ევროპის უნივერსიტეტი ერთადერთი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც განთავსებულია ტაიმსის ცნობილ საუნივერსიტეტო რეიტინგში. 

საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა

ენიკ-ნარიკის ბაზა

ევროპის უნივერსიტეტი განთავსებულია ბაზაში, რომელსაც იყენებს ერიკ–ნარიკის ქსელი. ენიკ–ნარიკის ქსელი წარმოადგენს ევროკომისიის, ევროპის საბჭოსა და იუნესკოს ერთობლივ ინიციატივას, როგორც ევროპის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, თურქეთის, ისრაელისა და ახალი ზელანდიის მოქმედი ავტორიზებული და აკრედიტებული საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და ხარისხის სისტემების შესახებ განახლებული ინფორმაციის წვდომის ინსტრუმენტს.

სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორია

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი განთავსებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორიაში, რომელიც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) და საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ორგანიზაციის (FAIMER) ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზა მსოფლიოში არსებული აკრედიტებული სამედიცინო პროგრამების შესახებ.

ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია (AMEE)

ჩვენ ვართ ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის წევრი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 90 ქვეყანასა და 5 კონტინენტზე ჰყავს თავისი წევრები. ორგანიზაცია ხელს უწყობს საერთაშორისო სამედიცინო განათლების განვითარებას ბაკალავრიატსა და შემდგომ საფეხურზე, ასევე განგრძობითი განათლების მიმართულებით.

ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაცია (EAIE)

ევროპის უნივერსიტეტი ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციის წევრია. ორგანიზაცია 1989 წელს დაარსდა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ექსპერტიზის, ქსელისა და რესურსების ევროპულ ცენტრს წარმოადგენს.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA)

ევროპის უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ინდივიდუალური ასოცირებული წევრია, რაც უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს ჩაერთოს ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ევროპული ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელიც რვაა ორმოცდაათზე მეტ უნივერსიტეტსა და 49 ევროპული ქვეყნის რექტორთა კონფერენციას მოიცავს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროკავშირის უმაღლესი განათლების,კვლევისა და ინოვაციების პოლიტიკაზე. 

ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაცია (AMSE)

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის წევრია, რომელიც ევროპაში წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს სამედიცინო სკოლების გაერთიანების კუთხით.

ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაცია

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის ინსტიტუციური წევრია.

აღსანიშნავია, რომ ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაცია 1975 წელს დაარსდა, როგორც დამოუკიდებელი, ევროპული ორგანიზაცია, რომელიც სტომატოლოგიის აკადემიურ სფეროსა და სტომატოლოგიური განათლების სპეციალისტებს წარმოადგენს.

დაარსების დღიდან, სტომატოლოგიური განათლების გაუმჯობესებაში, სტომატოლოგიური განათლების სპეციალისტების პროფესიულ წინსვლასა და სტომატოლოგიური სფეროს სპეციალისტთა განათლებისა და ტრენინგის საკითხების კვლევაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

პროგრამირების  ასოციაცია (ACM)

ევროპის უნივერსიტეტი პროგრამირების  ასოციაციის აკადემიურ წევრს წარმოადგენს, რომელიც თავს უყრის პროგრამირების ლექტორებს, მკვლევარებსა და პროფესიონალებს სფეროში დიალოგის, რესურსების გაზიარებისა და გამოწვევების კუთხით. ასოციაცია წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან ორგანიზაციას პროგრამირების სფეროში.

ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაცია (ELFA)

"ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის წევრია. ფაკულტეტისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული შესაძლებლობაა, აიმაღლოს ცნობადობა ევროპულ სივრცეში, ითანამშრომლოს წამყვანი უნივერსიტეტების შესაბამის ფაკულტეტებთან და მოახდინოს სამართლის სწავლების თანამედროვე ტენდენციების იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე.

ინგლისურენოვანი პროგრამები

საერთაშორისო სტუდენტებს ჩვენ ვთავაზობთ აკრედიტებულ და ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში და სხვა მრავალ ქვეყანაში აღიარებულ ინგლისურენოვან პროგრამებს მედიცინასა და სტომატოლოგიაში სწავლების ხელმისაწვდომი საფასურით. 

დიპლომირებული მედიკოსი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი.

სწავლების ხანგრძლივობა: 6 წელი.

სწავლების ენა: ინგლისური.

პროგრამის მოცულობა: 360 კრედიტი.

სწავლების საფასური: 5500 აშშ დოლარი წლიურად.

დიპლომირებული სტომატოლოგი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული სტომატოლოგი.

სწავლების ხანგრძლივობა: 5 წელი.

სწავლების ენა: ინგლისური.

პროგრამის მოცულობა: 300 კრედიტი.

სწავლების საფასური: 4500 აშშ დოლარი წლიურად.

მედიცინის ფაკულტეტი განთავსებულია თანამედროვე და უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითა და ტექნიკით აღჭურვილ შენობაში. სწავლებას უძღვებიან დიდი პრაქტიკული და აკადემიური გამოცდილების მქონე მედიკოსები და სტომატოლოგები. სწავლება მიმდინარეობს საუკეთესო ბრიტანული და ევროპული გამოცდილებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. ეს ეხება ფაკულტეტის ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურას, სწავლების საკონტაქტო საათებს,  მეთოდებს, სტუდენტის განვითარების ხელშეწყობასა თუ გამოცდის ფორმებს (OSCE, OSPE და სხვა). მედიცის ფაკულტეტის ალბომი.  

გაცვლითი პროგრამები

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ხშირად მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში ერაზმუს+, ორმხრივი ხელშეკრულებებისა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ სამედიცინო პრაქტიკაში. ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ხშირად ცხადდება კონკურსები დამატებითი სამედიცინო და სტომატოლოგიური პრაქტიკისა და თუ აქტივობებში მონაწილეობის მიზნით. იხილეთ მეტი

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

ევროპის უნივერსიტეტს ასევე გააჩნია საკუთარი მრავალპროფილური ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, რომელიც 1996 წლის 16 სექტემბერს დაფუძნდა, როგორც ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება და დღესაც წამყვან სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს საქართველოში, ბავშვთა კარდიოლოგიის მიმართულებით. ჩვენი სტუდენტები სამედიცინო პრაქტიკას ჰოსპიტლის მაღალკვაფიციური ექიმების ზედამხედველობით გადიან, რომლებიც ასევე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი არიან. იხილეთ მეტი

კვლევა

უნივერსიტეტში მოქმედებს მედიცინის, სამართლისა, ბიზნესისა და არქეოლოგიის კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც რეგულარულად აწყობენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებს. ინსტიტუტები ასევე გამოსცემენ ინგლისურენოვან ჟურნალებს, რომლებიც განთავსებულია მაღალი რეიტინგის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში. მედიცინის ფაკულტეტი ასევე გამოსცემს სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს. იხილეთ მეტი

სტუდენტური საცხოვრებელი

უნივერსიტეტს გააჩნია თანამედროვე სტანდარტებით აგებული სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც ხელმისაწვდომი ფასით, უსაფრთხოებისა და კომფორტის თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი და მოთხოვნადია სტუდენტებში. იხილეთ მეტი