მიღების წესი
ჩვენ ვცდილობთ, საერთაშორისო სტუდენტების მიღება რაც შეიძლება მოსახერხებელი იყოს აპლიკანტებისთვის.
იმისათვის რომ ევროპის უნივერსიტეტის უნივერსიტეტში ინგლისურენოვან პროგრამებზე მოხვდნენ ეროვნული გამოცდების გარეშე, საერთაშორისო სტუდენტებმა აუცილებლად უნდა ჩააბარონ ინგლისური ენის გამოცდა. როგორც წესი, ქვეყნის გარეთ მყოფი სტუდენტებისთვის გამოცდა ბარდება დისტანციურად. გამოცდა მოიცავს საუბრისა და წერის ნაწილებს. იხილეთ დეტალურად.
აპლიკაციის შევსებისას, აპლიკანტმა განაცხადს თან უნდა დაურთოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები. ასატვირთი ველი თავად აპლიკაციაში არის მოცემული.
- პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
- მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში, ბინადრობის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი პასპორტის ნაცვლად.
- სხვა ქვეყანაში მიღებული სრული საშუალო განათლების ან მისი შესაბამისი საფეხურის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
- ფოტო 3X4.
შეავსეთ ევროპის უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა (საჭიროებს გუგლის ელფოსტის ანგარიშს). აპლიკაციის შევსების შემდეგ, სტუდენტების შერჩევისა და მიღების მენეჯერი გადახედავს დოკუმენტებს და დაგენიშნებათ დისტანციური გამოცდა ინგლისურ ენაში, სადაც გამომცდელი დაადგენს აპლიკანტის მიერ ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ფლობას. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები იგზავნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აღიარებისთვის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ევროპის უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოსაპოვებლად.
ჩვენს უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების შემდეგ, აპლიკანტთან ფორმდება ხელშეკრულება, რის შემდეგადაც აპლიკანტი იხდის სწავლის საფასურს.
მას შემდეგ, რაც ყველა საჭირო დოკუმენტის მოპოვება და გადაგზავნა ხდება, აპლიკანტი ევროპის უნივერსიტეტში ჩაირიცხება და ის იღებს ვიზას შესაბამისი ქვეყნის საელჩოსგან.
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე admissions@eu.edu.ge
სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ ესტუმროთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სერვისების ვებსაიტს.
ზოგიერთ ქვეყანაში ჩვენ გაგვაჩნია განათლების კონსულტანტების ქსელი, რომელთაც როგორც პარტნიორებს, ოფიციალურად ცნობს ევროპის უნივერსიტეტი. კონსულტანტები დახმარებას უწევენ მომავალ სტუდენტებს აპლიკაციის მომზადებასა და გადმოგზავნაში.