ცხოვრების ხარჯი და პირობები
თბილისში ცხოვრების ხარჯების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ცნობილ პლატფორმაზე numbeo.com.
სტუდენტთა საცხოვრებელი
უნივერსიტეტს გააჩნია თანამედროვე სტანდარტებით აგებული სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც ხელმისაწვდომი ფასით, უსაფრთხოებისა და კომფორტის თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი და მოთხოვნადია სტუდენტებში. როგორც წესი, საცხოვრებელში ადგილის დაჯავშნა წინასწარ და გარკვეული პერიოდით ხდება. იხილეთ მეტი.
ბინის ქირაობა
საძიებო სისტემის მეშვეობით, სტუდენტებს ასევე შეუძლიათ ასევე მოიძიონ ბინების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა პოპულარულ პლატფორმაზე და გააფორმონ ბინის ქირავნობის ხელშეკრულება.
ტრანსპორტი
როგორც სტუდენტი, თქვენ მიიღებთ შესაბამის სადებეტო საბანკო ბარათს ქართული ბანკებისგან, რაც მნიშვნელოვან შეღავათებს გულისხმობს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას დროს (ავტობუსით, მეტროთი ან სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას) ან ქვეყნის მასშტაბით მატარებლით მგზავრობისას. იხილეთ დაწვრილებით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური თბილისში:
- ავტობუსი – 1 ლარი.
- სამარშრუტო ტაქსი – 1 ლარი.
- მეტრო – 1 ლარი.
საბანკო მომსახურება
თქვენ შეგიძლიათ გახსნათ საბანკო ანგარიში შესაბამის ბარათთან ერთად, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ გამოიტანოთ ფული საბანკო აპარატებიდან დღიური გამოტანის მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში.
საბანკო აპარატები, როგორც წესი, 24 საათი ხელმისაწვდომია და განთავსებულია ბანკების, ასევე მაღაზიების, სასტუმროებისა და სხვა დაწესებულებების შესასვლელში.