რატომ ევროპის უნივერსიტეტი?
ევროპის უნივერსიტეტი საქართველოს და მთლიანი რეგიონის ერთ-ერთი მოწინავე უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც გასცემს Საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს.
ევროპის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის უპირატესობაა მცირე სამუშაო ჯგუფები და სასწავლო პროცესის ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა. უნივერსიტეტის კამპუსი გამორჩეულია თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობით.
ევროპის უნივესრიტეტი ასევე განსაკუთრებულია დასაქმებული პერსონალით. თავის სპეციალობებში ლიდერი ლექტორები სტუდენტებს ამა თუ იმ დარგში უახლეს ტენდენციებს აცნობენ და სწავლების მომავალი საფეხურისთვის შესაფერის სამეცნიერო ბაზას უქმნიან. უნივერსიტეტის სასწავლო პერსონალი ასევე პრაქტიკოსი ლექტორები არიან, რომლებიც ინტერაქციულ და დასავლურ მოდელზე დაფუძნებულ სალექციო კურსებს უძღვებიან.
ევროპის უნივერსიტეტი სტუდენტებს გაცვლითი პროგრამების ფართო სპექტრს სთავაზობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, იტალია, ჩინეთი, ისრაელი, აშშ და ა. Შ.
განსაკუთრებით შემოქმედებითია საუნივერსიტეტო ცხოვრება, სადაც მრავალი წრე და სპორტული გაერთიანება არსებობს. Ასევე, წახალისების სახით, ევროპის უნივერსიტეტში წარჩინებული სტუდენტებისთვის გაიცემა Სტიპენდია.
ევროპის უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა როგორც თეორიული ცოდნის მიღებას, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. ამას კი უნივერსიტეტის თანამედროვე კორპუსები, სიმულაციური ცენტრები და ლაბორატორიები უწყობს ხელს. Მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, სადაც მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ. ამასთან ერთად, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ერთ სივრცეში მიიღონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების გამოცდილება.
ევროპის უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს უფასო სამართლებრივი დახმარების ცეტნრი, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სხვადასხვა სახის იურიდიულ მომსახურებას. სამართლებრივი დახმარების ცენტრში დაინტერესებული პირები იურიდიულ მომსახურებას იღებენ სტუდენტების ჩართულობითა და შესაბამისი ლექტორების ზედახმედველობით.
რაც მთავარია, ევროპის უნივერსიტეტი ზრუნავს კურსდამთავრებულთა წინსვლასა და კარიერულ განვითარებაზე. ამისთვის იმართება აქტიური შეხვედრები სხვადასხვა სექტორიდან პოტენციურ დამსაქმებლებთან, როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ასევე სპეციალურ დასაქმების ფორუმებზე. სწავლის პროცესშივე სტუდენტები აქტიურად იღებენ კერძო/სახელმწიფო კომპანიებისგან და ორგანიზაციებისგან სხვადასხვა სახეობის სტაჟირების და დასაქმების შემოთავაზებას. აქედან გამომდინარეობს ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ამ ეტაპზე 70% შეადგენს.