13 სექტემბერს, მედიცინის ფაკულტეტის საბჭოზე მედიცინის ფაკულტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებული კვლევითი პროექტები, მიღებულ დასკვნებთან ერთად , შესაბამისი ექსპერტების შეფასებით განიხილეს და მხარი დაუჭირეს ორივე კვლევითი პროექტის დაფინანსებას.
კონკურსში მონაწილეობას შემდეგი კველივითი პროექტები იღებდნენ:
- “ონკოლოგიურ პაციენტებში ქიმიოთერაპიის შემდგომი ყელის სიმშრალის მკურნალობა და პროფილაქტიკა პრეპარატ ისლა მინთით“. ავტორები: მედიცინის დოქტორი, შორენა წიკლაური და მედიცინის დოქტორი, თინათინ გოგნაძე.
- “სისხლძარღვშიდა და სისხლძარღვთა ფაქტორების კომპლექსური შესწავლა ახალგაზრდებში სისხლის დენადობის დადგენის მიზნით”, ავტორი: ბიომედიცინის დოქტორი, მაია მანწკავა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორივე კვლევით პროექტში ჩართულია 3-3 სტუდენტი. ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი იმედს გამოთქვამს, რომ შიდა საგრანტო დაფინანსებები ხელს შეუწყობს ევროპის უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევებითი პროექტების განხორციელებას.