სამეცნიერი-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები აკადემიური პერსონალისთვის
2023 წლის 10 ივნისს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა ონლაინ ვორქშოფი "მენტორობა და სამეცნიერო ხელმძღავენლობა", რომელსაც უძღვებოდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, იურისტი, შპს "წარმატების ჰაბი"-ს დამფუძნებელი, პერსონალური და პროფესიული განვითარების მენტორი ქეთევან ჩომახაშვილი. შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული პირებისთვის მენტორობის და სამეცნიერო ხელმძღვანელობის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარება. სამუშაო შეხვედრის განმავლობაში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიხაა მენტორინგის განმარტება, მენტორის სახელმძღვანელო პრინციპები, მენტორისთვის დამახასიათებელი უნარები და ა.შ.
2023 წლის 21 – 31 ივლისს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა ონლაინ ვორქშოფი "კოლაბორაციული კვლევა", რომელსაც ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი ლექტორი, მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მკვლევარი, ეკა კოხრეიძე უძღვებოდა. ვორქშოფზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა კოლაბორაციული კვლევის მნიშვნელობა, მისი სახეები, მიზნები და დადებითი და უარყოფითი მხარეები. გარდა ამისა, მსმენელები გაეცნენ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე არსებული ფონდების მიერ გამოქვეყნებული კონკურსების ძირითად მიზნებსა და მოთხოვნებს.
2023 წლის 19 აპრილს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა ონლაინ ვორქშოფი "აკადემიური თავისუფლება", რომელსაც უძღვებოდა ევროპული სტუდენტების გაერთიანების ექსპერტი აკადმეიური თავისუფლების მიმართულებით, ირის კიზიმოგლუ. შეხვედრაზე განხილული იყო აკადემიური თავისუფლების პრინციპები და მათი მნიშვნელობა.
2023 წლის 16 თებერვალი - 23 მარტის პერიოდში აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდება ონლაინ ტრენინგი „სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავება და ანალიზი R-ის გარემოში", რომელსაც უძღვება CRRC-ის დირექტორი და კარლტონის უნივერსიტეტის (ოტავა, კანადა) შტატგარეშე მკვლევარ-პროფესორი, დავით სიჭინავა.
2023 წლის 2 თებერვალს ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის განხორციელდა ონლაინ ვორქშოფი თემაზე „ღია მეცნიერების პრინციპები“, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ევროპოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, გიგა ხოსიტაშვილი უძღვებოდა. ვორქშოფის ხაგრძლივობა - 3 საათი. სამუშაო ენა - ქართული. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები. ჩატარდა კმაყოფილების კვლევა.
2022 წლის 23 ივნისი - 1 ივლისის პერიოდში ჩატარდა ონლაინ ტრენინგი „კოლაბორაციული კვლევა", რომელსაც უძღვებოდა ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მედიცინის კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მკვლევარი, ეკა კოხრეიძე. ტრენინგის ხანგრძლივობა - 8 საათი.
2022 წლის 18 მაისს, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ორგანიზებით ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ „საქპატენტის“ ტუტორები მერაბ კუცია („საქპატენტის“ გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი) და ირაკლი კასრაძე („საქპატენტის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი).
2022 წლის 29 აპრილს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრმა ჩაატარა საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის თემაზე "როგორ შევარჩიოთ სამეცნიერო ჟურნალი", სადაც განხილული იყო სამეცნიერო ჟურნალების შერჩევის მეთოდები, ე.წ. "predatory journals"-ების ამოცნობის ინსტრუმენტები და მეთოდები.
2022 წლის 23 თებერვალს - 3 მარტს ჩატარდა ონლაინ ტრენინგი "საგრანტო განაცხადის მომზადება და ფონდების მოძიება", რომელსაც უძღვებოდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის კოორდინატორი და ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი სალომე კანდელაკი. ტრენინგის მსვლელობისას განხილული იყო შემდეგი საკითხვები: პროექტის და მიზნის განსაზღვრა და დაინსტერესებული მხარეების იდენტიფიცირება; პროექტის აქტივობების გაწერა; პროექტის ლოგიკური ჯაჭვის შექმნა და ბიუჯეტირება; პროექტის მდგრადობა: რისკების ანალიზი/მონიტორინგისა და შეფასების გეგმა.
2022 წლის 18 თებერვალს ჩატარდა სემინარი თემაზე "ინფორმაციის მართვა სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობის დროს", რომელსაც უძღვებოდა ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, გიგა ხოსიტაშვილი. ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებს Mendeley გამოყენების ზოგადი პრინციპების გაცნობა (პირადი საცავი ელექტორნული რესურსებისთვის; ციტირება და შევადგინოთ ბიბლიოგრაფია ავტომატურ რეჟიმში).
2021 წლის 27 ოქტომბრის - 5 ნოემბრის პერიოდში, ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის განხორციელდა ონლაინ ვორქშოპი თემაზე "თვისებრივი კვლევის მეთოდები და კვლევის ეთიკა", რომელსაც კარდიფის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰიბა მასუდი უძღვებოდა.
2020 წლის 28 ნოემბერს აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის და მეცნიერ-თანამშრომლებისთვის ჩატარდა ონლაინ ვორქშოფი თემაზე „კვლევითი საგრანტო პროექტების წერა“. ვორქშოფს უძრვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან გურჩიანი. ვორქშოფზე აკადემიური და მოწვეული პერსონალი გაეცნო კვლევითი საგრანტო აპლიკაციის შევსების სპეციფიკას და საგრანტო კვლევითი პროექტის მომზადებასთან დაკავშირებულ ისეთ ძირითად საკითხებს, როგორიცაა: საკვლევი თემის შერჩევა, კვლევის მიზანი, კვლევითი საპროექტო განაცხადის ზოგადი სტრუქტურა, აკადემიური ეთიკა და საერთაშორისო თანამშრომლობა.
2020 წლის 2-12 დეკემბერს ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის და მეცნიერ-თანამშრომლებისთვის ჩატარდა ონლაინ ვორქშოფების სერია თემაზე „კვლევა უნივერსიტეტში“. ტრენინგს უძღვებოდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ ლუარსაბიშვილი. ვორქშოპი მიზნად ისახავდა სხვადახვა დარგის აკადემიური პერსონალისთვის კვლევით უნარ-ჩვევების განვითარებას და არსებულის გაძლიერებას. ვორქშოპის მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე აკადემიური კვლევის ძირითად მეთოდებს.
2019-2020 აკადემიური წლის დასასრულს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელდა აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის შეფასება, რომლის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლინდა აკადემიური და მოწვეული პერსონალის კვლევითი ინტერესები და მიმართულებები. გამოკვეთილი ინტერესებისა და მიმართულებების გათვალისწინებით შეიქმნა კვლევითი საგრანტო პროგრამებისა და ინდივიდუალური კვლევითი გრანტების ბაზა, ინფორმაცია რომელთა შესახებ სისტემატიურად მიეწოდება აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს.
2019 წლის 19 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტში, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა.
2019 წლის 19 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ბიომედიცინის სფეროში და ერთობლივ კვლევებს განახორციელებენ ამ მიმართულებებით.
https://eu.edu.eu/1018-2019-clis-19-aprils-evropis-universitetsa-da-ivane-beritashvilis-eksperimentuli/
ევროპის უნივერსიტეტში ფართო წრეებს გააცნეს „პლაგიატის აღმოჩენის, თავიდან აცილების, პლაგიატის შემთხვევაზე რეაგირების პროცედურები და მექანიზმების“დოკუმენტი, რომელის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობის ეფექტიანი განხორციელებისთვის შინაგანი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას, მაღალი აკადემიური სტანდარტების დანერგვისათვის ქცევის ნორმების რეგულირებასა და პასუხისმგებლობის ფორმების დამკვიდრებას. მოეწყო პლაგიასტის კვირეული და სტუდენტური კონკურსი.
2019 წლის 3 მაისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია ევროპის უნივერსიტეტს ეწვია; შეხვედრა მიზნად ისახავდა, განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ფარგლებში, მეცნიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების გაცნობას.
ფონდის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები, ისაუბრა რუსთაველის ფონდის ახალ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებზე, ინიციატივებსა და მიმდინარე წელს განსახორციელებელ გეგმებზე. ასევე, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2019 წლის კონკურსის შესახებ.
შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობის შედეგად ევროპის უნივერსიტეტს მიეცა შესაძლებლობა იყოს მომხმარებელი მსოფლიოში ავროტიზებულ სამეცნიერო ბაზა Elsevier-ის შემდეგ ბაზებზე :
- Scopus
- Science Direct
- Scival Funding(Funding Institutional)
/1028-shota-rustavelis-sakartvelos-erovnuli-sametsniero-pondis-generaluri-direktori-zviad/
2019 წლის 23 მაისს პროფესორმა ცისანა გიორგაძემ და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის უფროსმა ლოლიტა შენგელიამ, მედიცინის ფაკულტეტის კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებისთვის ინგლისურ ენაზე მასტერკლასი ჩაატარეს თემაზე ,,როგორ მოვამზადოთ სამეცნიერო ნაშრომი“. /1100-evropis-universitetis-samartlis-humanitarul-da-sotsialuri-metsnierebebis-pakultetis/
2019 წლის 28 მაისს, იგივე თემაზე მასტერ კლასი ჩაატარა პროეფსორმა თათული დილიძემ, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ქართულ ენაზე. https://eu.edu.ge/ge/news/1095-master-class-registered-students-how-prepare-research-paper-was-conducted-may-23-it-was
1 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისაhttps://eu.edu.ge/ge/news/1113-samartlis-humanitarul-da-sotsialur-metsnierebata-pakultetis-qovelcliuri-studenturi და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ყოველწლიური მე-5 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა /1116-evropis-universitetshi-biznesisa-da-teknologiebis-pakultetis-qovelcliuri-me-5-studenturi/
2019 წლის 3 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ყოველწლიური მე-6 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა: 1117-evropis-universitetshi-meditsinis-pakultetis-qovelcliuri-me-6-studenturi-sametsniero/
2019 წლის 15 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტმა, სასტუმრო-კომპლექს ბაზალეთში, მეხუთე სტუდენტური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გამართა.
კონფერენციაში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო მონაწილეობის მიღება.
/1117-evropis-universitetshi-meditsinis-pakultetis-qovelcliuri-me-6-studenturi-sametsniero/
2019 წლის 21 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა გამოაცხადა ერთწლიანი კვლევითი საგრანტო პროექტების კონკურსი მედიცინის ფაკულტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის.
/1146-kvleviti-sagranto-proektebis-konkursi-meditsinis-apilirebuli-akademiuri-personalistvis/
2019 წლის 28 ივნისს, ჟურნალის Medical Student მთავარი რედაქტორისა და 3 რედაქტორის შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი და რექტორის ბრძანებით შეიქმნა შესაბამისი კომისია /1164-contest-positions-editors-journal-medical-student/
2019 წლის 9 ივლისს გამოცხადდა მთავარი რედაქტორისა და 3 რედაქტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები. მეორე ეტაპზე გადავიდნენ შემდეგი სტუდენტები:
- Sarabu Venkata Naga Meghana
- Nikhil Kumar
- Syed Yaseen Ahmed
- Sanjay Kumar Pandey
/1175-results-1st-round-contest-positions-editors-journal-medical-student/