სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი​

ევროპის უნივერსიტეტში 2015 წელს ჩამოყალიბდა სამართლის ინსტიტუტი, რომელიც გამოსცემს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს სამართალი და მსოფლიო

ინსტიტუტის მიზნებია

  •  საერთაშორისო თავისუფალ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და მისი აქტიური წევრობა.
  •  სამართლის სფეროში ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება.
  •  ტრენინგების, კონფერენციების, ლექცია-სემინარების, სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და სხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება.
  •  სხვადასხვა დონის მსურველთათვის სამართლის სხვადასხვა დარგში კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა.
  •   საერთაშორისო და რეგიონალური მასშტაბით კონკურსებისა და ოლიმპიადების ჩატარება.
  •   შესაბამის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობა.
  •  სამართლის დარგში მიმდინარე მეცნიერული და ანალიტიკური კვლევა და მოპოვებული მასალის გამოქვეყნება.
  •  პუბლიკაციების მომზადება და გამოცემა (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სამეცნიერო ჟურნალები).
  •  სამართლის დარგის განვითარების ხელშეწყობა.
ინსტიტუტის საქმიანობის ფორმები
  •  ატარებს სემინარებს, დისკუსიებს, კონფერენციებს, სასწავლო კურსებს, პრეზენტაციებს, კონკურსებს და სხვადასხვა სახის აქტივობას.
  •  თანამშრომლობს სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან.
  •  მონაწილეობას იღებს პროექტებსა და კონკურსებში, გამოდის პროექტებისა და კონკურსების ინიციატორად.
  •  ახორციელებს იურიდიულ საკონსულტაციო მომსახურებას.
  •  გამოდის სასამართლოში ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დასაცავად.
  •  ახდენს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების ჩართულობას სასამართლო პროცესებში.
  •  თანამშრომლობს უცხოეთის სასწავლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან.
  •  ახორციელებს უცხოეთიდან პროფესორ-მასწავლებელთა ჩამოყვანას და ორგანიზებას უწევს ევროპის უნივერსიტეტში მათ მიერ ლექციების წაკითხვას.
  •  გამოსცემს სამართლის დარგში სამეცნიერო ჟურნალს, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით.
  •  თარგმნის უცხოურ სახელმძღვანელოებსა ქართულ ენაზე და გამოსცემს მათ.
  •  ეწევა სხვა სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
  • იოსებ კელენჯერიძე
  • სამართლის ინსტიტუტის დირექტორი
  • 2 000 171 (116)
  • ioseb.kelenjeridze@eu.edu.ge
  • ანა ილურიძე
  • სამართლის ინსტიტუტის
    დირექტორის თანაშემწე
  • 2 000 171 (120)
  • ana.iluridze@eu.edu.ge

ეკატერინე ლაფაჩი – მთავარი მეცნიერ -თანამშრომელი

თათია დოლიძე – მთავარი მეცნიერ -თანამშრომელი

კახაბერ გოშაძე – უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

გვანცა ჩადუნელი – მეცნიერ -თანამშრომელი

თამარ მსხვილიძე – მეცნიერ-თანამშრომელი