გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტი

გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი 2016 წელს დაარსდა. ინსტიტუტის პერსონალი და ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესურ-მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ  ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში, ჩართულნი არიან საქართველოსა და  სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიებში. ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი და ზემოაღნიშნული ინსტიტუტი გამოსცემენ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალს – გლობალიზაცია და ბიზნესი. ინსტიტუტი თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან, რეგულარულად ატარებს სამეცნიერო თეორიულ სემინარებს ამავე უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების ჩართულობით.

 გოჩა თუთბერიძე –  მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

 თორნიკე ხოშტარია – მთავარი მეცნიერ – თანამშრომელი

 მაია აზმაიფარაშვილი – უფროსი მეცნიერ – თანამშრომელი

 სიმონ თავართქილაძე – უფროსი მეცნიერ – თანამშრომელი

 სულხან ტაბაღუა – უფროსი მეცნიერ – თანამშრომელი

 დიმიტრი აბზიანიძე – მეცნიერ – თანამშრომელი

 ზაზა მარუაშვილი – მეცნიერ – თანამშრომელი

 ქუჯი ბიჭია – მეცნიერ – თანამშრომელი

ინსტიტუტის ძირითადი ამოცანები

  • უნივერსიტეტში თანამედროვე ცოდნაზე და ხარისხზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზება.
  • ადგილობრივ, საერთაშორისო, რეგიონულ ორგანიზაციებთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ მისიებთან ინსტიტუციონალური თანამშრომლობა სამეცნიერო, კულტურულ და საინფორმაციო სფეროებში.
  • კვლევების შედეგების პოპულარიზაციის მიზნით, უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურების მეშვეობით კონტაქტების დამყარება უცხოურ უნივერსიტეტებსა და ბიზნეს-სექტორთან.
  • უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა საერთაშორისო საგანმათლებლო და აკადემიური განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტის განხორციელება (სტაჟირება, სწავლება, გაცვლითი პროგრამები, გრანტები, სტიპენდიები, ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, წამყვანი სპეციალისტების მოწვევა ლექცია-სემინარების ჩატარების მიზნით, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება, საერთაშორისო კონფერენციებში უნივერსიტეტის პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა და სხვა).
  • საერთაშოსო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების ორგანიზების ხელშეწყობა.
  • სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტთან ერთად, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სხვა ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევების და სპეციალისტთა პრაქტიკული საქმიანობის შედეგების საფუძველზე, პერიუდული ჟურნალის – გლობალიზაცია და ბიზნესი – მომზადება-გამოცემის ორგანიზაციზება.

ინსტიტუტი სამეცნიერო კვლევებს წარმართავს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

  • გლობალიზაციის ეკონომიკური პრობლემების კვლევა.
  •  გლობალიზაციის სოციალური პრობლემების კვლევა.
  • გლობალური ბიზნესგარემოს კვლევა.
  • გლობალური ბიზნესის თავისებურებების კვლევა.
  • საქართველოს ევროინტეგრაციულ პროცესებში ჩართვის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების კვლევა.
  • ევროკავშირის ბიზნესგარემოს თავისებურებების კვლევა.
  • კავკასიის და მეზობელი ქვეყნების სოციარულ-ეკონომიკური სისტემების კვლევა.
  • გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში ინსტიტუციური განვითარების მიმართულების კვლევა.
  • გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პროცესების დესკრიპციული და ნორმატიული პროგნოზების მოდელირების საკითხების კვლევა.
  • გლობალიზაციის კონტექსტში ტექნოლოგიური პრობლემატიკის კვლევა.
  • გლობალიზაციის პროცესების გათვალისწინებით საქართველოში ტურიზმის განვითარების პრობლემების კვლევა.
ინსტიტუტის 2020 წლის აქტივობები

ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემე-ბის კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2020 წელს მომზადებულ და გამოცემულ იქნა საერთა-შორისო სამეცნიეროპრაქტიკული ჟურნალი გლობალიზაცია და ბიზნესი მეცხრე და მეათე გამოშვება:

აქტივობები

III ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „კორონომიკაეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები

სერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

“აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში – 2020”

პირველი პანელური დისკუსია: კორონავირუსიგლობალიზაცია და საქართველო:
ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები

მეორე პანელური დისკუსია: კორონავირუსიგლობალიზაცია და საქართველო:
ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები

მესამე პანელური დისკუსია: “ახალი კორონავირუსის (COVID-19) მეორე ტალღა: გლობალური კონტექსტი და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები“

მეოთხე პანელური დისკუსია, “პანდემია 2020, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები და მოლოდინები 2021 წელს გლობალიზაციის კონტექსტით“

ინსტიტუტის 2019 წლის აქტივობები

ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2019 წელს მომზადებულ და გამოცემულ იქნა საერთაშორისო სამეცნიეროპრაქტიკული ჟურნალი გლობალიზაცია და ბიზნესი მეშვიდე და მერვე გამოშვება:

აქტივობები

ინსტიტუტის 2018 წლის აქტივობები

ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2018 წელს მომზადებულ და გამოცემულ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“ მეხუთე და მეექვსე გამოშვება:

აქტივობები

ინსტიტუტის 2017 წლის აქტივობები

ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2017 წელს მომზადებულ და გამოცემულ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“ მესამე და მეოთხე გამოშვება:

აქტივობები

ინსტიტუტის 2016 წლის აქტივობები

ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2016 წელს მომზადებულ და გამოცემულ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“ პირველი და მეორე გამოშვება:

აქტივობები