დაფინანსებული კვლევითი პროექტები

InnovaVet: ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება

InnovaVet: ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება“ კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტია (პროექტის ნომერი MES-CIF-2-37), რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა და გაძლიერება და, ამ გზით, შრომის ბაზრისთვის ახალი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალის მომზადება და შეთავაზება, რაც განაპირობებს სახელმწიფოში ვეტერინარიის დარგის განვითარების ხელშეწყობას.

წიგნი "სწავლა-სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე“

2022-23 აკადემიურ წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ „ევროპის უნივერსიტეტის“ პროექტმა გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, აფილირებულმა ასისტენტ-პროფესორმა ბაია კუბლაშვილმა და აფილირებულმა ასისტენტ-პროფესორმა თამარ მაღლაკელიძემ წიგნი "სწავლა-სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე“ გამოსცეს.

ონლაინ ვორქშოფი თემაზე „კვლევითი საგრანტო პროექტების წერა“

2020 წლის 28 ნოემბერს აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის და მეცნიერ-თანამშრომლებისთვის ჩატარდა ონლაინ ვორქშოფი თემაზე „კვლევითი საგრანტო პროექტების წერა“. ვორქშოფს უძრვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან გურჩიანი. ვორქშოფზე აკადემიური და მოწვეული პერსონალი გაეცნო კვლევითი საგრანტო აპლიკაციის შევსების სპეციფიკას და საგრანტო კვლევითი პროექტის მომზადებასთან დაკავშირებულ ისეთ ძირითად საკითხებს, როგორიცაა: საკვლევი თემის შერჩევა, კვლევის მიზანი, კვლევითი საპროექტო განაცხადის ზოგადი სტრუქტურა, აკადემიური ეთიკა და საერთაშორისო თანამშრომლობა.

ონლაინ ვორქშოფების სერია თემაზე „კვლევა უნივერსიტეტში“

2020 წლის 2-12 დეკემბერს ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის და მეცნიერ-თანამშრომლებისთვის ჩატარდა ონლაინ ვორქშოფების სერია თემაზე „კვლევა უნივერსიტეტში“. ტრენინგს უძღვებოდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ ლუარსაბიშვილი. ვორქშოპი მიზნად ისახავდა სხვადახვა დარგის აკადემიური პერსონალისთვის კვლევით უნარ-ჩვევების განვითარებას და არსებულის გაძლიერებას. ვორქშოპის მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე აკადემიური კვლევის ძირითად მეთოდებს.

"ევროპის უნივერსიტეტის" პროექტები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსებში - 2019-2020

 2019-2020 აკადემიური წლის დასასრულს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელდა აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის შეფასება, რომლის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლინდა აკადემიური და მოწვეული პერსონალის კვლევითი ინტერესები და მიმართულებები. გამოკვეთილი ინტერესებისა და მიმართულებების გათვალისწინებით შეიქმნა კვლევითი საგრანტო პროგრამებისა და ინდივიდუალური კვლევითი გრანტების ბაზა, ინფორმაცია რომელთა შესახებ სისტემატიურად მიეწოდება აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს.

2019-2020 აკადემიური წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევების კონკურსში ევროპის უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა პროექტებმა:

  • ჯინის და ტეილის ინდექსები და საქართველოსმოსახლეობის ეკონომიკური  სტრუქტურისმოდელისაგება პარეტოსა და ლოგნორმალური განაწილებების საშუალებით (სარეგისტრაციო შიფრიFR-19-16766)
  • ნარკოტიკული დანაშაულის დეკრიმინალიზაცია საქართველოში, შედარებითი ანალიზი და სასამართლო პრაქტიკა (სარეგისტრაციო შიფრი FR-19-029).   

2019-2020 აკადემიურ წელს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში შევიდა პროექტი

  • საერთაშორისო სამართალი ძალის გამოყენების ან ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვის პრინციპის შესახებ: თეორია და პრაქტიკა საქართველოს მაგალითზე“ (სარეგისტრაციო შიფრი YS-19-502)
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის გახსნა

2019 წლის 19 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტში, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა.

მემორანდუმი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან

2019 წლის 19 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.  მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ბიომედიცინის სფეროში და ერთობლივ კვლევებს განახორციელებენ ამ მიმართულებებით

„პლაგიატის აღმოჩენის, თავიდან აცილების, პლაგიატის შემთხვევაზე რეაგირების პროცედურები და მექანიზმები" - პრეზენტაცია

ევროპის უნივერსიტეტში  ფართო წრეებს გააცნეს „პლაგიატის აღმოჩენის, თავიდან აცილების, პლაგიატის შემთხვევაზე  რეაგირების პროცედურები და მექანიზმებიდოკუმენტი, რომელის  მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობის ეფექტიანი განხორციელებისთვის  შინაგანი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას,   მაღალი აკადემიური სტანდარტების დანერგვისათვის ქცევის ნორმების რეგულირებასა და პასუხისმგებლობის ფორმების დამკვიდრებას. მოეწყო პლაგიასტის კვირეული და სტუდენტური კონკურსი.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ვიზიტი

2019 წლის 3 მაისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია ევროპის უნივერსიტეტს ეწვია; შეხვედრა მიზნად ისახავდა, განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ფარგლებში, მეცნიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების გაცნობას.

ფონდის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები, ისაუბრა რუსთაველის ფონდის ახალ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებზე, ინიციატივებსა და მიმდინარე წელს განსახორციელებელ გეგმებზე. ასევე, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2019 წლის კონკურსის შესახებ.

Elsevier-ის ბაზებთან წვდომა

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობის შედეგად ევროპის უნივერსიტეტს მიეცა შესაძლებლობა იყოს მომხმარებელი მსოფლიოში ავროტიზებულ სამეცნიერო ბაზა Elsevier-ის შემდეგ ბაზებზე :

  • Scopus
  • Science Direct
  • Scival Funding(Funding Institutional)
მასტერკლასი თემაზე ,,როგორ მოვამზადოთ სამეცნიერო ნაშრომი“

2019 წლის 23 მაისს  პროფესორმა ცისანა გიორგაძემ და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი უფროსმა ლოლიტა შენგელიამ,  მედიცინის ფაკულტეტის  კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებისთვის ინგლისურ ენაზე მასტერკლასი ჩაატარეს თემაზე ,,როგორ მოვამზადოთ სამეცნიერო ნაშრომი“. 

2019 წლის 28 მაისსიგივე თემაზე მასტერ კლასი  ჩაატარა პროფესორმა თათული დოლიძემ, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ქართულ ენაზე

ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

1 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისდა  ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ყოველწლიური მე-5 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. 


2019 წლის 15 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტმა, სასტუმრო-კომპლექს ბაზალეთში, მეხუთე სტუდენტური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გამართა.
კონფერენციაში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო მონაწილეობის მიღება.

ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - მედიცინა

2019 წლის 3 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ყოველწლიური მე-6 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კვლევითი საგრანტო პროექტების კონკურსი მედიცინის ფაკულტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის

2019 წლის 21 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა გამოაცხადა  ერთწლიანი კვლევითი საგრანტო პროექტების კონკურსი მედიცინის ფაკულტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის

კონკურსი Medical Student მთავარი რედაქტორისა და 3 რედაქტორის შესარჩევად

2019 წლის 28 ივნისსჟურნალის Medical Student მთავარი რედაქტორისა და 3 რედაქტორის შესარჩევად ამოცხადდა კონკურსი და  რექტორის ბრძანებით შეიქმნა შესაბამისი კომისია.,


2019 წლის 9 ივლის გამოცხადდა მთავარი რედაქტორისა და 3 რედაქტორის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსი პირველი ეტაპის შედეგები. მეორე ეტაპზე გადავიდნენ შემდეგი სტუდენტები:

  • Sarabu Venkata Naga Meghana
  • Nikhil Kumar
  • Syed Yaseen Ahmed
  • Sanjay Kumar Pandey