სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა
რატომ ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა?
სწავლების პირველი ორი კურსის მანძილზე სტუდენტები ადამიანის ორგანიზმის აგებულება-ფუნქციის შესახებ ძირეულ კონცეფციებს ეცნობიან. ამ ფაზის საგნების უმეტესობა ინტეგრირებულია და მოდულების სახით ხორციელდება.
საბაზისო საგნებში მნიშნელოვანი ადგილი უკავია სწავლების პრაქტიკულ კომპონენტს. უნივერსიტეტში მოწყობილ ლაბორატორიებში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ჩაატარონ ლაბორატორიული სამუშაოები და დაეუფლონ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ ამა თუ იმ მოვლენის ან პროცესის უფრო თვალსაჩინოდ აღქმისა და გააზრების საშუალებას აძლევს.
ამავე ეტაპზე სწავლების პროცესში გამოიყენება ულტრათანამედროვე მულტიმედიური საშუალებები, როგორიცაა მაგალითად 3D Organ VR Anatomy.
საბაზისო საგნების მოდულებში დანერგილია ობიექტურად სტუქტურირებული პრაქტიკული გამოცდები (OSPE);
სპეციალობის სასწავლო კურსების სწავლების პრეკლინიკური ეტაპის განხორციელებისათვის მოწყობილია უახლესი სტომატოლოგიური აპარატურითა და მასალებით აღჭურვილი სიმულაციური სასწავლო კაბინეტები. აქ სტუდენტები პრაქტიკულად ასრულებენ მანიპულაციებს ფანტომებზე, იძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს.
სწავლების საწყისი ეტაპიდანვე პრაქტიკული და კლინიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლის პროცესში დასაქმდნენ სტომატოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.
სპეციალობის კურსების აკადემიური და მოწვეულ პერსონალი წარმოდგენილია სტომატოლოგიის წამყვანი სპეციალისტებით, აქტიურ კლინიცისტებით, დარგობრივი ასოციაციების აქტიური წევრებით, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს გაეცნოს და დაეუფლოს დარგის უახლეს მიღწევებს.
დამამთავრებელი სემესტრის კურსების განხორციელება ხდება წამყვან სტომატოლოგიურ კლინიკებში, რაც სტუდენტს უადვილებს მომავალი ვიწრო სპეციალიზაციის არჩევას და წარმატებული დასაქმებისთვის აუცილებელი უნარების შემუშავებას.
სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე ლიტერატურის გამოყენებით. ყოველწლიურად ხორციელება უახლესი გამოცემების მოძიება და ბიბლიოთეკის ფონდის განახლება.
პროგრამა ორიენტირებულია ასევე სტუდენტის კვლევითი უნარების განვითარებაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს ეფექტურად მოახდინონ სამეცნიერო მტკიცებულებების გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში. ასევე უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სტუდენტებს შეუძლიათ ჩაერთონ უამრავ საინტერესო კვლევით პროექტში.
პროგრამის ხელმძღვანელი
სოფიო სამხარაძე
sopho.samkharadze@eu.edu.ge
პროგრამის თანახელმძღვანელი
მარიკა ზურმუხტაშვილი
marika.zurmukhtashvili@eu.edu.ge