სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი
ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამა 2022 წელს შეიქმნა და მისი მიზანია მოამზადოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც დააკმაყოფილებს თანამედროვე ბაზრის მზარდ მოთხოვნებს და იქნება მომავალზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი.
Პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს:
- ვეტერინარიის მისთვის სასურველი მიმართულებით
- Სურსათის უვნებლობის მიმართულებით – აგრარული ბაზრები, სურსათის ბიზნესპარტნიორები: ცხოველური პროდუქტების შემოწმება და ა. შ.
- გარემოს დაცვის მიმართულებით – დაცული ტერიტორიები: ცხოველთა სახეობების მონიტორინგი, ეპიდემიურ/ეპიზოოტიური სიტუაციების მონიტორინგი, მათი პრევენცია და სხვა.