მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
რატომ ევროპის უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა?
თუ გსურთ დაეუფლოთ მასწავლებლის პროფესიას და უფროსი მასწავლებლის სტატუსით შეხვიდეთ სკოლაში, ჩააბარეთ კომპეტენციის დამადასტურებელი საგნობრივი გამოცდა და გაიარეთ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა ევროპის უნივერსიტეტში.
ჩვენი გარემო სრულადაა მორგებულია სტუდენტზე, გათვალისწინებულია 60 კრედიტიანი პროგრამის სტუდენტთა სამუშაო გრაფიკი და საჭიროებები.
პროგრამის ძლიერი მხარეა 21-ე საუკუნის გამოწვევებთან, დარგობრივ მოთხოვნებთან შესაბამისობა, აკადემიური პერსონალი და მოწვეული ლექტორები. სასწავლო კურსებს
უძღვებიან პროფესიონალი ლექტორები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს მკვლევარები, საგნობრივი ექსპერტები, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტისა და MCC- Millennium Challenge Corporation პროექტის მოდულის ავტორები და ტრენერები.
დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამაში სავალდებულო კომპონენტია პედაგოგიური პრაქტიკა, რომლის ფარგლებში სტუდენტები კონკრეტულ საჯარო თუ კერძო სკოლებში პრაქტიკაში ნერგავენ ცოდნას და უნარებს, რომელიც ემსახურება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას.
უნივერსიტეტი დაინტერესებულია პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმებით. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიური ნაკადის დასაქმებული სტუდენტები 80%-ს აღემატება.
აკადემიური და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები დასახული ამოცანების განხორციელების სრულ შესაძლებლობას იძლევა.
პროგრამის ხელმძღვანელი
ნინო ფეტვიაშვილი
ელ. ფოსტა: nino.petviashvili@eu.edu.ge