ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი

სამსახურის შესახებ

ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი, სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო და საგამომცემლო მიზნით  2017 წლის 22 ოქტომბერს შეიქმნა.

მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზი მდებარეობს გურამიშვილის N76-ში, ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის მეხუთე სართულზე და გათვლილია 32-34 სტუდენტ/დამთვალიერებელზე. 

ექსპოზიცია შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან:

  • ევროპის უნივერსიტეტის ისტორია.
  • არქეოლოგიური სიძველეების კოლექციები.

მუზეუმის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ძირითადი მიმართულებებია:

  • ახალი კოლექციების ორგანიზება საგანმანათლებლო და კვლევითი შესაძლებლობის გაფართოება-გაუმჯობესების მიზნით.
  • კოლექციების აღრიცხვა-დაცვა, კლასიფიკაცია და სისტემატიზაცია.
  • კოლექციების კვლევა.
  • სამუზეუმო სივრცეში დაცული კოლექციებისა თუ ცალკეული არტეფაქტების პუბლიკაცია/პოპულარიზაცია.

ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატები მოიცავს არა მხოლოდ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპოზიციის მიერ მოპოვებულ/გამოვლენილ არტეფაქტებს, არამედ უნივერსიტეტის მიერ შეძენილ ან საჩუქრად გადმოცემულ მასალებსაც (სკულპტურა, ნუმიზმატიკა, ძვირფასი ლითონების/თვლების შემცველი ან მისგან დამზადებული ექსპონატები, კერამიკა, მემორიალური ნივთები, წერილობითი მასალები, ფოტომასალა და სხვ.).   

მუზეუმი ღიაა: სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 11:00 - 17:00 საათებში.

თანამშრომლები

  • ალექსანდრე ნონეშვილი
  • ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის უფროსი
  • 2 000 171 (105)
  • aleksandre.noneshvili@eu.edu.ge
  • მადონა მშვილდაძე
  • ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის ფონდების მცველი
  • madona.mshvildadze@eu.edu.ge
  • მიხეილ შაველაშვილი
  • ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი
  • shavelashvilimisha@gmail.com