არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

რატომ ევროპის უნივერსიტეტის არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა?

არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საველე არქეოლოგიურ პრაქტიკებს, რომლებიც სავალდებულო სასწავლო კომპონენტის სახით ისწავლება 3 სემესტრის განმავლობაში. არქეოლოგიური პრაქტიკების დროს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სტუდენტები დაეუფლებიან დაზვერვითი, გათხრითი და კამერალური სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო ძირითად პრინციპებს.

პრაქტიკების განხორციელების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს მუდმივმოქმედი საუნივერსიტეტო არქეოლოგიური ექსპედიციების არსებობა. რომლებიც უზრუნველყოფს არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაში სტუდენტთა სრულ ჩართულობას.

არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, საველე არქეოლოგიურ ექსპედიციებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებებში.

ევროპის უნივერსიტეტში 2018 წლიდან ფუნქციონირებს აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი და ქართულ კერძო საუნივერსიტეტო სივრცეში პირველი   ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი, რომლის ექსპოზიციასა და ფონდებში წარმოდგენილია/დაცულია მრავალფეროვანი, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური კოლექციები. სასწავლო პროგრამების განხორციელების მიზნით, სამუზეუმო სივრცე  აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, რაც შესაძლებლობას ქმნის სტუდენტთა შემეცნებითი და სასწავლო პრაქტიკული მუშაობისათვის.

ევროპის უნივერსიტეტის აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი და ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი 2018 წლიდან გამოსცემს სამეცნიერო კვლევით ჟურნალს - „არქეოლოგია“, რაც უნივერსიტეტის აღნიშნულ პროგრამაზე მომუშავე აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან  ერთად  სტუდენტების სამეცნიერო კვლევითი მუშაობის შედეგების  წარმოჩენის  ხელშემწყობი ფაქტორია.


პროგრამის ხელმძღვანელი

 ალექსანდრე ნონეშვილი

  • ელ. ფოსტა: aleksandre.noneshvili@eu.edu.ge

მიმაგრებული ფაილები