მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

რატომ ევროპის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა?

ევროპის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავებულია დამსაქმებლის აქტიური ჩართულობითა და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა თუ საჭიროებების გათვალისწინებით, აგრეთვე წამყვანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმატებული გამოცდილების გაზიარების საფუძველზე; პროგრამა ხორციელდება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად.

მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის უპირატესობაა:   

  • თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული სასწავლო გარემო და მაღალხარისხიანად წარმართული საგანმანათლებლო პროცესი
  • სწავლება ინტერაქტიული მეთოდებით - ბიზნესის ფუნქციონალურ სფეროსთან და/ან ორგანიზაციულ მენეჯმენტთან დაკავშირებული რეალური ამოცანების კომპლექსური / სიტუაციური ანალიზისა და გადაწყვეტის უნარჩვევების განვითარების მიზნით, სწავლების პროცესში ეფექტიანად გამოიყენება პრაქტიკული მაგალითები ბიზნეს-გამოცდილებიდან - საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიების ბიზნეს-სიტუაციები. პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სასწავლო კურსები გაიარონ თანამედროვე ბიზნეს-ქეისების ანალიზზე, სიმულაციურ თამაშებსა და კომპიუტერული პროგრამების გამოყენებაზე დაფუძნებული სწავლებით, რასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მაღალკვალიფიციური ლექტორები, რომლებიც გამოირჩევიან როგორც აკადემიური საქმიანობის, ასევე  ბიზნეს თუ საჯარო სექტორში პრაქტიკული საქმიანობის წარმატებული გამოცდილებით.
  • ადგილობრივ თუ საზღვარგარეთის წამყვან ბიზნეს-სკოლებთან სწავლება-კვლევების სფეროში თანამშრომლობის საფუძველზე გაცვლი­თ პროგ­რა­მებსა თუ სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში, საგრანტო  პროექტებში მონაწილეობის  შე­საძ­ლებ­ლო­ბა;
  • მსხვი­ლ ად­გი­ლობ­რი­ვ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან, ბიზნეს-ლიდერებთან, ასევე დარგის წამყვან თეორეტიკოს თუ პრაქტიკოს მკვლევარებთან სხვადასხვა ფორმატში პირისპირ შეხ­ვედ­რის, მათთან კონსულტაციისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა;
  • საქართველოს წამყვან ორგანიზაციებში სტაჟირების/საწარმოო პრაქტიკის გავლის, ასევე დასაქმების შესაძლებლობა;

პროგრამის ხელმძღვანელი

ეკატერინე ნაცვლიშვილი

მიმაგრებული ფაილები