განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

რატომ ევროპის უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა?

განათლების ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა ეფუძნება განათლების დარგის სპეციფიკას, გათვალისწინებულია ქართული და საერთაშორისო დასაქმების ბაზრის ტენდენციები და დასავლური უნივერსიტეტის მიერ მსგავსი პროგრამის განხორციელების გამოცდილებაც.

ქართული რეალობისათვის პროგრამა ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგან იგი მოიცავს განათლების სამ დონეს - სასკოლო, პროფესიულსა და უმაღლესი განათლების სფეროებს.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ განათლების სფეროს კვლევის მეთოდოლოგიისა და მეთოდების, სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საკანონმდებლო ბაზის, განათლების როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კონტექსტისა და ტენდენციების ღრმა და სისტემურ ცოდნას, რაც აუცილებელია განათლების სფეროს ლიდერისათვის განათლების სისტემისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეფექტიანად სამართავად.

კურსდამთავრებული კონკურენტუნარიანი იქნება ადგილობრივ და საერთშორისო დასაქმების ბაზარზე და შეძლებს წვლილი შეიტანოს როგორც სფეროს განვითარებაში, ისე საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივი ინტერესების განხორციელების ხელშეწყობაში.

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს  ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სა­მა­გისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან შიდა/გარე მობილობის საფუძველზე, ან საერთო სამაგისტრო გა­მოც­დე­ბის ჩაბა­რე­ბის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ევროპის უნივერსიტეტში სა­­მა­­გისტრო პროგ­რამაზე მი­ღე­ბის დამატებითი პირობებია: შიდა საუნივერ­სი­ტეტო გა­მოც­და სპე­ცია­ლობასა და ინგლისურ ენაში. სავალდებულოა ინგლისური ენის გამოცდის შედეგად დადასტურდეს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.


პროგრამის ხელმძღვანელი:

მარიამ რამინაშვილი

  • mariam.raminashvili@eu.edu.ge

მიმაგრებული ფაილები