ბიზნესის ადმინისტრირება
რატომ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა?
ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავებულია დამსაქმებლის აქტიური ჩართულობით და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების თუ საჭიროებების გათვალისწინებით. პროგრამა აგებულია მოწინავე ადგილობრივი თუ საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმატებული გამოცდილების გაზიარების საფუძველზე.
თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული სასწავლო გარემოს და მაღალხარისხიანად წარმართული საგანმანათლებლო პროცესს უპირატესს ხდის:
- ოპტიმალურად აგებული სასწავლო გეგმა და სპეციალობის დაუფლების მიზნით შეთავაზებული კურსები, რომლებიც ორიენტირებულია ბიზნესისა და მეწარმეობის განხორციელების თეორიული, მეთოდოლოგიური და ორგანიზაციული საფუძვლების შესწავლაზე; ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობასთან, ბიზნესის ძირითადი ფუნქციონალური სფეროების მართვასთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხების განხილვა-შესწავლაზე; ორგანიზაციული ქცევისა და გუნდის მართვის საკვანძო პრინციპების, ბიზნესის კვლევისა და შეფასებისათვის აუცილებელი რაოდენობრივი და სტატისტიკური მეთოდების პრაქტიკაში გამოყენებაზე;
- პრაქტიკუმი, რომელიც ჩვენი პროგრამის ექსკლუზიურ კურსს წარმოადგენს და ორიენტირებულია პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე. პრაქტიკუმის მიზანია სტუდენტს გამოუმუშაოს ERP სისტემის ბაზაზე წარმოებასთან, ლოჯისტიკასთან, ინვენტარიზაციასთან, დისტრიბუციასა და აღრიცხვასთან დაკავშირებული ოპერაციების ინტეგრირების, ბიზნეს რესურსების დაგეგმვისა და მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები, განუმტკიცოს კომპანიის მართვის სისტემაში ბიზნესის პრობლემების პროგნოზირებისა და შეფასების, საკადრო თუ საწარმოო პროცესების ანალიზის, ფინანსური ანალიზისა და პროგნოზირების გამოყენების უნარ-ჩვევები;
სწავლების პარალელურად სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ:
- საკუთარი სტარტაპის შექმნისათვის დარგის ლიდერებთან გაიარონ კონსულტაცია;
- მოიპოვონ გრანტი სწავლების პირველივე სემესტრიდან;
- მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში;
პროგრამის ხელმძღვანელი
ეკატერინე ნაცვლიშვილი
- ელ. ფოსტა: natsvlishvili.ekaterine@eu.edu.ge