სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში სემინარი – რეგიონული განვითარების პროცესები და გამოწვევები ცოდნის ეკონომიკის პირობებში გაიმართა

2017 წლის 8 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა თეორიული სემინარი თემაზე – რეგიონული განვითარების პროცესები და გამოწვევები ცოდნის ეკონომიკის პირობებში: ლატვიის გამოცდილება! ღონისძიება ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული.

სემინარზე მოხსენებებით ლატვიის დაუგავპილსის უნივერსიტეტის პროფესორები – ინიტა ოსტროვსკა და დიმიტრი ოლეხნოვიჩი გამოვიდნენ. ამასთან, აღნიშნული უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოხსენების პრობლემატიკასთან დაკავშირებული თემები და სამომავლო თანამშრომლობაც განიხილეს.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *