სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი – პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება

evropis-universitetshi-scavlebis-tanamedrove-metodebis-treningtsentris-organizebit

16 ნოემბერს, ევროპის  უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: “პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება.”

ტრენინგი ცენტრის ტრენერებმა, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა: გიორგი შენგელიძემ, ლალი კოპტონაშვილმა და ანა ლოლიშვილმა ჩაატარეს.

ტრენერებმა დამსწრე აუდიტორიასთან ერთად დეტალურად განიხილეს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების სასწავლო პროცესში იმპლიმენტირების მნიშვნელოვანი ასპექტები. თეორიული ნაწილი კონკრეტული შემთხვევების (ქეისები) ანალიზით იქნა განხილული.
ტრენინგს ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი ესწრებოდა.

ევროპის უნივერსიტეტის ტრენინგცენტრი ნოემბერში კვლავ გეგმავს ტრენინგების ორგანიზებას. 21 ნოემბერს დაგეგმილია ტრენინგი – სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, 22 ნოემბერს – სწავლების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში და 30 ნოემბერს – შეფასების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *