სხვა სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” პირველკურსელთა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, “ევროპის უნივერსიტეტში” ჩარიცხული სტუდენტებისთვის ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია 29 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის, 29 აგვისტოდან 8 სექმტემბრის ჩათვლით უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე).
  • პირადობის მოწმობის ასლი.
  • ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან დედანი.
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟების შემთხვევაში).
  •  ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი), ასევე ელექტრონული ვერსია CD დისკზე.

რაც შეეხება ხელშეკრულების გაფორმებასა და აკადემიურ რეგისტრაციას, ამისათვის შემდეგი პროცედურები უნდა გაიაროთ:

  • ხელშეკრულების გაფორმება.
  •  სწავლის საფასურის ¼-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (გადახდის ქვითრის) წარდგენა.
  •  სასწავლო კურსებზე რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით (სავალდებულოა სწავლის საფასურის დაგახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა).

“ევროპის უნივერსიტეტში” 2017 წლის შემოდგომის სემესტრი 25 სექტემბერს დაიწყება. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 2 000 171; გურამიშვილის გამზ. 76

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *