სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე იწყება საბუთების მიღება

evropis-universitetshi-menejmentis-samagistro-programaze-icqeba-sabutebis-migheba

ევროპის უნივერსიტეტში მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე იწყება საბუთების მიღება.

საბუთების მიღება განხორციელდება 2020 წლის 1 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (მის. გურამიშვილის გამზირი № 76).

ევროპის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებია:

ა) არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ბ) შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში;

გ) ტესტირება ინგლისურ ენაში (აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს B2 დონეზე ინგლისური ენის ფლობა). სტუდენტი უფლებამოსილია ენობრივი კომპეტენციის დონის დასადასტურებლად წარმოადგინოს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი (BEC exam and CELS exam – Vantage, TOEIC, TOEFL, Pritman ESOL International, IELTS, Cambridge Exam).

მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე შიდა გამოცდები ჩატარდება ორ ეტაპად:
ა) უცხო ენის გამოცდა – 18 სექტემბერი, 16:00 საათი

ბ) გამოცდა სპეციალობაში – 24 სექტემბერი, 16:00 საათი

გთხოვთ, რეგისტრაციისთვის წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ; უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს მიღებული განათლების აღიარების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი.
ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვაჟების შემთხვევაში;
სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ბარათი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *