2017 წლის 3 ივლისს, “ევროპის უნივერსიტეტსა” და “უკრაინის საავიაციო უნივერსიტეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი სტუდენტებისა და ლექტორების გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივი კვლევითი პროექტების წარმოებას ითვალისწინებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ “უკრაინის საავიაციო უნივერსიტეტის” წარმომადგენლები, ასევე “ევროპის უნივერსიტეტის” პრორექტორი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე, “გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტის დირექტორი”, პროფესორი – გივი ბედიანაშვილი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიქრია თორია და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა ჩახვაძე.
“უკრაინის საავიაციო უნიერსიტეტი” უკრაინის სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც თითქმის ასწლოვანი ისტორია აქვს. მის დაქვემდებარებაშია 12 ინსტიტუტი, მათ შორის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტები.