საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცხადებულ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-7 ნაკადის მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 20 ოქტომბრამდე გრძელდება. იმისთვის, რომ “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტი გახდეს პროექტის მონაწილე:
-
უნდა იყოს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი.
-
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებული, რომლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან 2 წელზე მეტი გასული არ არის.
-
ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება, რაც დასტურდება GPA – 3.0-ით/საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B” – 81-90%, ძალიან კარგი).
მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული სტუდენტები მიმართავენ “ევროპის უნივერსიტეტის” ადმინისტრაციას და შეავსებენ განაცხადს, უნივერსიტეტი მათ მონაცემებს საჯარო სამსახურის ბიუროს გადასცემს. როდესაც სტაჟირების ეროვნული ბიურო ვაკანსიებს გამოაცხადებს, უნივერსიტეტის სტუდენტები უნდა შებრძანდნენ ამ ვებსაიტზე და განთავებულ ვაკანსიაზე რეგისტრაცია გაიარონ. აღნიშნულ საიტზე სტაჟიორობის კანდიდატის მიერ რეგისტრაციისას მიმართულებისა და დარგის/სპეციალობის შეუსაბამო ვაკანსიის არჩევის, ასევე სტაჟირებისათვის განკუთვნილი ვაკანსიის სპეფიციკიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულების მიერ განსაზღვრული უცხო ენის არცოდნის შემთხვევაში, სტაჟიორობის კანდიდატი ვერ გაივლის სტაჟირებას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.
კონკურსის წესით შერჩეულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება გაიარონ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში, ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა და მისი ვადა განისაზღვება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით.
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 000 171 (122) ; ninakopaleishvili@eu.edu.ge