საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტმა პოლონეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

2017 წლის 7-10 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის პრორექტორი – გოჩა თუთბერიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი – ლაშა ჩახვაძე პოლონეთის დობროვა გორნიცას უნივერსიტეტში კონფერენციაზე – “უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია” იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტსა და აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. გარდა ამისა,  პოლონეთის ვროცლავის უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება დაიდო, რომელიც ერთობლივი დიპლომების გაცემას გულისხმობს. ევროპის უნივერსიტეტმა საქმიანი კავშირები კონფერენციის მონაწილე სხვა უცხოურ უნივერსიტეტებთანაც დაამყარა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *