„ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტის საერთაშორისო ჟურნალი – “გლობალიზაცია და ბიზნესი” ინდექსირებადი გახდა ისეთ საერთაშორისო ბაზებში, როგორებიცაა: OAJI, Google Scholar, SIS, Index Copernicus.
ეს ერთ-ერთი დიდი წარმატებაა როგორც თავად ჟურნალის კოლეგიისათვის, ასევე მთლიანად ჩვენი უნივერსიტეტასთვის! გარდა ამისა, აღნიშნული გზას უხსნის ჟურნალს ახალი შესაძლებლობებისაკენ და მორიგი წარმატებისაკენ.
„ევროპის უნივერსიტეტის“ კოლექტივი და სტუდენტები ვულოცავთ ჟურნალს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომში კიდევ უფრო მაღალი შედეგების მიღებას!