ევროპის უნივერსიტეტისა და სატრენინგო-საკონსულტაციო კომპანია – Question behind the question-ის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, დალი ბერკაცაშვილი, დასაქმების პროგრამის მონაწილე გახდა. ის ოთხი თვის განმავლობაში ბაკურიანში, სასტუმრო Crystal Hotel and Spa-ში მუშაობდა და როგორც თავად ამბობს, პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გაგრძელებას ზამთრის არდადეგებზეც შეძლებს :
“სტაჟირების პროგრამაში, რომელიც შემდგომ დასაქმებას ითვალისწინებდა, ევროპის უნივერსიტეტის 6 სტუდენტი ვიღებდით მონაწილეობას. პროგრამა სტუდენტების სასწავლო ტრენინგს, სტაჟირებასა და სასტუმრო ინდუსტრიაში დასაქმებას ითვალისწინებდა. სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით, სწავლის დაწყებამდე, ვიმუშავე და საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე. აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გაგრძელება ზამთრის არდადეგების პერიდოშიც შემომთავაზეს. მიმაჩნია, რომ ასეთი შანსის გამოყენება ყველა სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია “, – დალი ბერკაცაშვილი.
ევროპის უნივერსიტეტი ისევ აგრძელებს კომპანია – Question behind the question-თან თანამშრომბლობას და ჩვენი სტუდენტები მომავალშიც შეძლებენ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დასაქმებას.