სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტრასბურგშია გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღეს მონაწილეობა

evropis-universitetis-studentebma-strasburgshi-gamartul-imitirebul-sasamartlo-protsesshi

ევროპის უნივერსიტეტისა და ევროპის აკადემიური ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის “სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი თბილისსა და სტრასბურგში” ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა 11-16 დეკემბერს, მონაწილეობა მიიღეს სტრასბურგში გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში. საფრანგეთში ვიზიტამდე კი, შესაბამისი რამდენიმედღიანი ტრენინგი სტუდენტებს ევროპის უიმვერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში ჩაუტარდათ.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე – ლადო ჭანტურია შეხვდა და თავისი გამოცდილების შესახებ ისაუბრა. გარდა ამისა, სტუდენტები შემეცნებით-კულტურულ ვიზიტზე გერმანიაში იმყოფებოდნენ.

ღონისძიება, ევროპის აკადემიურმა ცენტრმა, ევროპის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობითა და თანადაფინანსებით, პირველად გამართა. პროექტში ევროპის უნივერსიტეტის ორი სტუდენტი უნივერსიტეტის თანადაფინანსებით მონაწილეობდა.

გარდა ერთობლივი პროექტის განხორციელებისა, ევროპის უნივერსიტეტსა და ევროპის აკადემიურ ცენტრს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის ფაგრლებში, მხარეები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, სხვადასხვა პროექტს დაგეგმავენ და განახორციელებენ.

სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი სტრასბურგში თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა. ის აერთიანებს საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებს, ასევე , სისხლის სამართლით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *