2017 წლის 6-18 სექტემბერს, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტებთან ერთად, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე იტალიის ქალაქ კასალბორდინოში იმყოფებოდნენ. კურსის ფარგლებში, პროფესორები და სტუდენტები ყოველდღიურად ესწრებოდნენ მათი ინგლისური ენის ცოდნის შესაბამის ინტენსიურ კურსებს. სალექციო კურსის ბოლოს, ქალაქის მერმა ევროპის უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა და ჩვენს წარმომადგენლებს შესაბამისი სერტიფიკატებიც გადასცა.
კასალბორდინოს ენის სკოლაში – Nuova Arcadia ევროპის უნივერსიტეტი ინტენსიური ენის კურსებზე უკვე მეორედ იმყოფებოდა. ამჯერად, ტრენინგებში მონაწილეობას ევროპის უნივერსიტეტის ინგლისური ენის სასერტიფიკატო კურსის ხელმძღვანელები და მათი მსმენელები იღებდნენ.